Mercedec-მა, თავის ერთ-ერთ გამორჩეულ მოდელს Mercedes-Benz 300 SLR და „ფორმულა 1“-ის ლეგენდარული პილოტის, სერ სტირლინგ მოსის ხსოვნას ვიდეორგოლი მიუძღვნა.
ბრიტანელმა ავტომრბოლელმა სერ სტირლინგ მოსმა რეკორდი სწორედ ამ მოდელით დაამყარა – 1955 წელს, ბრეშიადან (ქალაქი იტალიის ჩრდილოეთში) რომში და უკან 10 საათში, 7 წუთსა და 48 წამში ჩავიდა.
„მადლობა სტირლინგ მოსს, რომელმაც ათწლეულები მიუძღვნა ჩვენს ბრენდს“ – ასე გადაუხადა კომპანიამ მადლობა ლეგენდარულ ავტომრბოლელს.
სტირლინგ მოსი 2020 წლის 12 აპრილს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.