Mercedes-Benz-ი Mercedes-AMG-ის სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს. აქედან გამომდინარე Mercedes-მა მოდიფიცირებული ძრავების და სპორტკარების გამოშვება გაააქტიურა.
ავტომწარმოებელი დინამიური სარეკლამო კამპანიით დაბრუნდა, რომელიც Mercedes AMG GT S დაეთმო. კამპანიაზე სააგენტო Jung von Matt-მა იმუშავა.
Mercedes AMG GT S უფრო სწრაფად დადის ვიდრე თქვენ კითხულობთ. 30 წამიან ვიდეოებში ტექსტი სწრაფად იცვლება, სამაგიეროდ უფრო სწრაფად ხდება ძრავის დაქოქვა. სანამ თქვენ ვიდეოს ნახულობთ ან ტექსტს კითხულობთ ავტომობილი 310 კმ/ს სიჩქარეს აღწევს.












