in

Mercedes-მა AMG-ის ნაწილებით ავეჯი დაამზადა 

MSCHF X Mercedes-AMG-ის კოლექციას Not for Automotive Use-ის სახელით გვაცნობენ და AMG-ის ავტომობილის ნაწილებს მაღალი კონცეფციის ავეჯად წარმოგვიდგენენ. დებიუტი NYCxDesign Week 2025-ზე შედგა. ინსპირაცია კი 1960-იანი წლების იტალიის რადიკალური დიზაინის მოძრაობიდან წამოვიდა, რა დროსაც ავეჯი დიზაინის ისტორიაში უფრო მეამბოხე იყო, ვიდრე დახვეწილი… ამიტომაც, კოლექცია მეტად თეატრალურია… ქვემოთ მერსედესის დივანსაც გაჩვენებთ, გრილსაც და ვენტილატორსაც, თუმცა მანამდე უსაფრთხოების ღვედით შექმნილი სკამი უნდა გაგიზიაროთ:

BOG
BOG

თეატრალურობა რომ ვახსენეთ, ამაში Headlight Couch-იც დაგარწმუნებთ, ერთი შეხედვით, ჩრდილში მყოფი ფარებ ანთებული მანქანა გეგონებათ, რეალურად კი დივანია:

Seatbelt Shelf და Seatbelt Rack ორი მოდულარული თაროა, რომელთაც წითელ და ყვითელ ფერებში არსებული AMG-ის ღვედები აბალანსებს:

აქვე გვხვდება Seatbelt Table, ზედა ნაწილი ალუმინისაა და ესეც უსაფრთხოების ღვედითაა დამაგრებული:

Seatbelt Light კი უსაფრთხოების ღვედით დამზადებული სანათია:

თუ გაინტერესებთ, როგორი შეიძლება იყოს მერსედესის გრილი, ახლა გაჩვენებთ:

MSCHF-ის Headrest Chair ჩარჩოში ჩამონტაჟებულ სამ AMG-ის თავის საყრდენს მოიცავს:

Wheel Fan კი ვენტილატორია, რომლის შექმნაც ბორბლით გადაწყვიტეს:

MSCHF X Mercedes-AMG-ის კოლექციის თითოეული ნივთი ორიგინალი ავტომობილის კომპონენტების ტაქტილურ მთლიანობას ასახავს, პატივს მიაგებს ბრენდის ზუსტ ინჟინერიას და, ამასთან, ეშმაკობის სწორი დოზით მის სერიოზულობასაც ასუსტებს… ასეა თუ ისე, ყველა ფუნქციური ობიექტია, რომლებსაც ბრენდები შეკვეთით დაამზადებენ.

თიბისის მხარდაჭერით, მზიურის ღია კინოჩვენებების მე-10 სეზონი იწყება

Chronograph და Chopard – ექსკლუზიური შარფების კოლექცია ქართულ-შვეიცარიული ბრენდებისგან