Mercedes-Benz-მა სულ ახლახან გამოუშვა ვიდეორგოლი, სადაც მისი ავტომობილი მუზეუმის დარბაზებში, ექსპონატებს შორის მიქრის და სწრაფი მანევრირებით ახერხებს შეჯახებისგან თავის არიდებას.
Protecting the most precious artwork of all – life – ეს ბრენდის ამ რეკლამის მთავარი გზავნილია. Mercedes შეგვახსენებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის სიცოცხლე, რომლის დაცვაც აუცილებელია.
Mercedes-Benz ის ბრენდია, რომლისთვისაც ყოველთვის პრიორიტეტული იყო ავარიების თავიდან აცილება და ავარიების შედეგების გაუმჯობესება. ყველაფერი ზუსტად 25 წლის წინ, ოქტომბერში, მანქანის ტესტით დაიწყო, როდესაც 1997 წელს შვედეთში A-კლასი შემოვიდა და მას ე.წ. „მოსის ტესტი” ჩაუტარდა, რომელიც მანევრირების ხარისხს ამოწმებდა.
უსაფრთხოება Mercedes-Benz-ის დნმ-ის არსებითი ნაწილი და ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებლობაა, რომელსაც ბრენდი გრძნობს თითოეული მომხმარებლის წინაშე. აღნიშნული ვიდეორგოლითაც მან წარმოადგინა ეს ღირებულება და ასევე, ხაზი გაუსვა უსაფრთხოების უახლეს მახასიათებლებს, რომლის მიზანიცაა, რომ 2050 წლისთვის მინიმუმამდე დაიყვანოს საგზაო შემთხვევები.