ბანის უკვე თავისი ბენცი ჰყავს… Mercedes-Benz-მა ეტლი სპეციალური საჭიროების მქონე ძაღლს აჩუქა, ჩვეულებისამებრ, ოქროსფერი ბანტით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია, ზუსტად ისე მარტივად და სწრაფად ირბინოს, როგორც იქამდე, ვიდრე ავტოავარიის შედეგად უკანა ფეხებს დაკარგავდა.
ამბავი ასეთი იყო: ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ბანი მეურვეებმა მიატოვეს… თუმცა მალე ცხოველთა მფარველ გენრი ფრიდმენის ხელში აღმოჩნდა და სოციალურ მედიაში სახელიც გაითქვა. ყველაფერი კი ერთი კომენტარის დამსახურებაა — „ბანი იმსახურებს Mercedes-Benz-ის ეტლს“, ფრიდმენი ძალიან მოიხიბლა, იმდენადაც კი, რომ კომპანიას ამ იდეით მიაკითხა.
შედეგს თავადაც ხედავთ — ბანის უკვე თავისი Mercedes-Benz-ის ეტლი ჰყავს, წარწერით BUNNYS BENZ. ეტლი ახლა ძაღლს უკანა ფეხების მაგივრობას უწევს, მის დიზაინზე კი სწორედ შინაური ცხოველების ეტლების მწარმოებელმა Eddie’s Wheels-მა იმუშავა. ისე, როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც ცხოველის წონა, ასაკი და აქტივობა გაითვალისწინეს.