27
May
2019

Mercedes-Benz Business Week პირველად საქართველოში ჩატარდება

27 May 2019

Mercedes-Benz Business Week მსოფლიოში პირველად საქართველოში ჩატარდება. ღონისძიება 7-8-9 ივნისს გაიმართება და ბიზნესმენებისათვის მნიშვნელოვან ფაქტორზე, ეფექტურ შედეგებზე იქნება ორიენტირებული. პროექტის მიზანი რეგიონში ბიზნეს სექტორის განვითარების ხელშეწყობა და ამ პროცესში უცხოელი ინვესტორების აქტიური ინტეგრირებაა.

 

 

ღონისძიებას გახსნიან Mercedes-Benz Daimler-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური მენეჯერი Ilkhomjon Fayziev და „დაიმლერის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი Utz Rachner.

„ასევე მოწვეულია მარკეტინგის საერთაშორისო ექსპერტი და ანტრეპრენუარი Andriy Fedoriv. კვირეულის ყოველი დღე დატვირთული იქნება ქართველი და საერთაშორისო სპიკერების გამოსვლით, რომლებიც, აქტუალური თემების შესახებ, საკუთარ ბიზნეს გამოცდილებას გაუზიარებენ მოწვეულ სტუმრებს.

საერთაშორისო ბიზნეს კვირეული საქართველოში სს „დაიმლერის“ ოფიციალური წარმომადგენლების, „ბენე ექსკლუზივისა“ და „აკა ჯგუფის“ ორგანიზებით ტარდება. პროექტი კომპანიების დირექტორებს, დამფუძნებლებსა და მაღალი რგოლის მენეჯერებს აერთიანებს.

„ღონისძიების ფარგლებში, შესაძლებელი იქნება, კომპანიებმა წინასწარ დაგეგმონ საქმიანი შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან, რომლის ორგანიზებაშიც Networking Georgia-ს გუნდი დაეხმარება. B2B შეხვედრები სპეციალურად მოწყობილ სივრცეში შედგება. გუნდი, თითოეულ ეტაპზე, მიჰყვება ორივე მხარეს და უზრუნველყოფს კომპანიების ინტერაქციასა და სასურველი შედეგების მიღწევას“.

ორგანიზატორების თქმით, ბიზნეს კვირეულს 500-მდე სტუმარი დაესწრება. მათ შორის არიან: უცხოელი ინვესტორები, სამთავრობო სტრუქტურების, ბიზნეს სექტორის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები. ღონისძიება სამივე დღეს სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება: Mercedes-Benz-ის თბილისის ცენტრში, სასტუმრო „ბილთმორ თბილისსა“ და მრავალფუნქციურ სივრცე „რესპუბლიკაში“.

Mercedes-Benz Business Week-ზე საერთაშორისო ბიზნეს სპირეკების გამოსვლის შემდეგ, ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს „ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი“, ხოლო მესამე დღეს Parov Stelar-ის საქსაფონისტი Max The Sax. კვირეულის მთავარი მედია პარტნიორები არიან: Forbes, Palitra News და BPN.

დასწრების მსურველები ვერიფიკაციასბენე ექსკლუზივის“ ვებგვერდსა და tkt.ge-ზე გაივლიან.

პროექტის გენერალური სპონსორია Gulf Georgia.

 

[R]

განხილვა