ავტომობილი და განსაკუთრებით კარგი ავტომობილი – დახვეწილი და სრულყოფილებამდე აყვანილი მექანიზმია. სარეკლამო სააგენტომ Proximity (BBDO Group) მერსედესისთვის ამ განსაკუთრებულ თვისებებზე აწყობილი სარეკლამო კამპანია შესთავაზა.
დაარსებიდან ბრენდი ცდილობს თავის ავტომობილს ყველაზე სრულყოფილი და სანდო მექანიზმის იმიჯი შეუნარჩუნოს. სწორედ ამიტომ კამპანია სახელად “ექსპერიმენტი” ახალი Mercedes-Benz C-Class-ის სარეკლამო კამპანიის ნაწილი გახდა. პროექტის ფარგლებში ოთხი ვიდეო რგოლი გაკეთდა, რომლებიც ტექნოლოგიების და სტიქიის ურთიერთკავშირს ეხება.