in

„დიდი გაელვება“ – როგორ წარადგინა Mercedes-Benz საქართველომ სრულად ელექტრო G-Class-ის ახალი ეპოქა

Mercedes-Benz-ის მოყვარულებისთვის G-Class ყოველთვის იმაზე მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალოდ ავტომობილია. ეს იყო ძალის, სტატუსისა და უკომპრომისო ხასიათის სიმბოლო. ახლა კი, როცა ლეგენდარული მოდელი სრულად ელექტრო სახით დაბრუნდა, კითხვაც შესაბამისი გაჩნდა – როგორ უნდა იგრძნო თავი იმ მომენტში, როცა პირველად ხედავ, ეხები და გამოსცდი ელექტრო G-Class-ს?

სწორედ ამ ემოციის გადმოსაცემად და იმისთვის, რომ შეკითხვა რიტორიკულად არ დარჩენილიყო, შეიქმნა ღონისძიება, რომელმაც თბილისში არა უბრალოდ ახალი ავტომობილი, არამედ მთლიანად ელექტრომომავალი წარმოაჩინა. „დიდი გაელვება“ – ასე ეწოდა კონცეფციას, რომელმაც სინათლე, ხმა, ტექნოლოგია და თეატრალური გამოცდილება ერთ სცენარად შეკრა და Mercedes-Benz-ის გლობალური ხედვა ადგილობრივ, ცოცხალ გამოცდილებად აქცია.

ღონისძიების დაგეგმვასა და აღსრულებაზე, სააგენტო Betterfly-მ იზრუნა, ამიტომ ჩვენც Betterfly-ს ექაუნთმენეჯერს, მარიამ შევარდენიძესა და კრეატიულ ლიდს, სოფი როსტომაშვილს ჩამოვართვით ინტერვიუ, რათა აქტუალური თემა უფრო გაგვეშალა:

M: როგორ დაიწყო მუშაობა კონცეფციაზე და რა იყო მთავარი კითხვა, რაზეც პასუხი უნდა გეპოვათ?

როცა Mercedes-Benz საქართველოსთან ერთად დავიწყეთ მუშაობა და ფიქრი, პირველი კითხვა იყო: როგორ უნდა იგრძნოს ადამიანმა თავი, როცა პირველად ნახავს და გამოცდის სრულად ელექტრო G-Class-ს და არამოხოლოდ, რადგან ყველა მანქანა, რომელიც წარვადგინეთ ივენთზე, ელექტრომობილების სერიიდან იყო.

ბრენდისგან ეს იყო მკაფიო გლობალური განაცხადი, რომ მომავალი ელექტროა და გვინდოდა, ამ განაცხადის რეპრეზენტაციაც ისეთივე ძლიერი და შთამბეჭდავი ყოფილიყო. სწორედ აქედან დაიბადა კონცეფცია „დიდი გაელვება“, როგორც ელექტრული მუხტის, ტექნოლოგიური ძალისა და მომავლის სიმბოლო. კრეატიული კონცეფციის ავტორია ბექა ქვარცხავა, რომლის ხედვამაც პროექტს ფორმა და ემოციური სიმძლავრე შესძინა.

M: რატომ გადაწყვიტეთ ტრადიციული პრეზენტაციის ფორმატის შეცვლა?

თავიდანვე ნათელი იყო, რომ ასეთი მასშტაბის ელექტრომოდელების წარდგენა სტანდარტული ფორმატით არ გვინდოდა. საუბარია სრულად ელექტროეპოქაზე, ამიტომ ივენთის განწყობაც ფუტურისტული უნდა ყოფილიყო. ჩვენი მიზანი იყო, პრეზენტაცია ისეთ გამოცდილებად გვექცია, რომელიც სტუმარს არა მხოლოდ აჩვენებდა ავტომობილს, არამედ აგრძნობინებდა იმ ცვლილებასა და ახალ ეტაპს, რომელსაც Mercedes-Benz საქართველო იწყებს.

M: რა როლი შეასრულა სივრცემ და ლოკაციამ ღონისძიების კონცეფციაში?

სივრცე კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. „რადიო სითის” ტერიტორიამ მოგვცა შესაძლებლობა, შეგვექმნა მასშტაბური, ტრანსფორმირებადი გარემო, რომელიც მოვარგეთ გამოცდილების ფორმატს. აქ წარმოდგენილი იყო არა მხოლოდ G580, არამედ EQE, EQS, EQV და Mercedes-Maybach EQS, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს იმას, რომ საუბარია მთლიან ელექტროხედვაზე და არა ერთ კონკრეტულ მოდელზე.

M: კონკრეტულად რას გულისხმობს „მულტიფაზური, თეატრალური გამოცდილება“ და როგორ აისახა ეს ღონისძიების სცენარზე?

ღონისძიება აგებული იყო თავგადასავლისა და მოულოდნელობის პრინციპზე. სივრცე დავყავით სამ ფაზად: მისასალმებელი ზონა, „გალერეა ელექტრიკი“ და კულმინაციური არენა – „დიდი გაელვება“. სტუმარი ეტაპობრივად გადაადგილდებოდა ინტერაქციული ვიზუალის, მუსიკის, თეატრალური პერფორმანსისა და ნარატორის დახმარებით, რომელიც გამოცდილების გზაზე უძღვებოდა და ავტომობილების ისტორიას უყვებოდა.

M: როგორ მიიღო აუდიტორიამ G580-ის პრეზენტაცია?

ძალიან სასიამოვნო იყო, რომ თითოეული ფაზა სტუმრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. განსაკუთრებით, G580-ის ფინალური პრეზენტაცია, რომელსაც ბევრი არ ელოდა ასეთ მასშტაბურ ფორმატში. მაყურებელმა იხილა ბარიერების გადალახვა, 360-გრადუსიანი ბრუნი წვიმის ინსტალაციის ქვეშ და ფინალური გავლა. ამ სიურპრიზმა და კულმინაციამ აშკარად გაამართლა.

M: რატომ იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი სხვა ელექტრო მოდელების ერთ სივრცეში წარმოდგენა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გვეჩვენებინა, რომ G580 ცალკე ამბავი არ არის. ყველა წარმოდგენილი ავტომობილი სრულად ელექტრო იყო, რაც ქმნიდა მკაფიო მესიჯს — Mercedes-Benz-ისთვის ელექტრო უკვე აწმყოა. სხვადასხვა კლასის და ხასიათის მოდელები ერთ ხედვაში აერთიანებდა ღონისძიების მთავარ სათქმელს.

M: როგორ შეაფასებდით ამ პროექტს თქვენი გუნდისთვის?

ეს პროექტი თავიდანვე განსაკუთრებული იყო. საქმე არ ეხებოდა მხოლოდ ივენთის ორგანიზებას, ჩვენი ამოცანა იყო რეალური, ემოციური გამოცდილების შექმნა. ურთულესი ტექნიკური სამუშაოები შესრულდა, დიდი გუნდის ჩართულობით, და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველაფერი ზუსტად ისე გამოვიდა, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა. ასეთი პროექტები გვახსენებს, რატომ გვიყვარს ჩვენი საქმე.

M: როგორ ფიქრობთ, რამდენად მზად არის ქართული ბაზარი ელექტრომომავლისთვის?

ვფიქრობთ, ადგილობრივი მომხმარებელი ამ ცვლილებას საკმაოდ ბუნებრივად მიიღებს. მსოფლიო უკვე მიდის უფრო პასუხისმგებლობიანი მომავლისკენ და ელექტრომობილები გარდაუვალი ეტაპია. ქართველი აუდიტორია ამისთვის მზად არის, ხოლო Mercedes-Benz აქტიურად მონაწილეობს ამ უკეთესი მომავლის შექმნაში.

[R]

AKER TBILISI 2025 წელს აჯამებს

პატარა ქვეყანა დიდი იდეებით – როგორ გახდა ქართველი ჯორჯ კობი ახალი წლის ისტორიის ნაწილი და იქცა საქართველოს ბანკის ვიდეოს ინსპირაციად