“Mercedes-Benz”-მა და “Nintendo”-მ ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმადაც თამაშ “Super Mario Maker”-ს ახალი ტური “Mercedes-Benz GLA” დაემატება და მარიო თამაშში “Mercedes-Benz GLA”-ით იმოძრავებს.
ახალი ტურის გასახსნელად საჭიროა “Jump’n’Drive”-ში მონაწილეობის მიღება, რის შემდეგაც მოთამაშე მარიოს ვირტუალურ კოლექციას ახალ ავტომობილს შემატებს.
თამაშზე ექსკლუზივი “Wii U “-ს ეკუთვნის და ის მარიოს 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა. პირველად “Mercedes-Benz”-მა და “Nintendo”-მ “Mario Kart 8”-ის ფარგლებში ითანამშრომლეს.












