in

წარმატებული ავტომობილი ხმელეთზე, წყალსა თუ ჰაერში – მერსედეს-ბენცის ისტორია

“ახალი გამოგონების სიყვარული არასდროს ქრება” 

კარლ ბენცი

ავტოინდუსტრიაში არსებობს რამდენიმე ისეთი ბრენდი, რომლის მოდელებსაც ავტომობილებში სრულიად გაუთვითცნობიერებელი ადამიანიც კი ცნობს. ასეთ ბრენდებს ჩვენ ხშირად კლასიკას ვუწოდებთ და ისიც ვიცით, რომ ისინი ისტორიას მუდამ ემახსოვრება.

დღეს სწორედ ასეთ ბრენდზე გადავწყვიტეთ მოგიყვეთ.. ბრენდზე, რომელიც ოფიციალურად 94 წლის წინ დაფუძნდა, თუმცა კი, ალბათ ყველას ისეთი ასოციაცია გვაქვს მის მიმართ, რომ თითქოს სულ არსებობდა. საუბარი ბევრისთვის საყვარელ მერსედეს-ბენცზე გვაქვს – უამრავი ლეგენდარული მოდელის მშობელ ბრენდზე.

Daimler-Motoren-Gesellschaft – “დაიმლერ – ძრავების საზოგადოება”

Daimler-Motoren-Gesellschaft – ასე ჰქვია კომპანიას, რომელსაც მერსედესის ავტომობილების წარმოება ეკუთვნის და რომელიც ოფიციალურად 1900 წელს დაარსდა. ეს კომპანია თავდაპირველად, გარდა ავტომობილისა, საავიაციო და გემის ძრავებსაც აწარმოებდა. უნდა აღინიშნოს, რომ, რეალურად, ეს კომპანია მანქანებს ჯერ კიდევ 1890-იანებშიც აწარმოებდა, თუმცა კი, მათ მერსედესის სახელწოდებით არ ჰყიდდა. მისი დამფუძნებელი, გოთლიბ დაიმლერია, რომელმაც 1890 წელს შტუდგარტთან ახლოს, ბად კანშტატში, თავისი სახელოსნოს ბაზაზე, 1885-1886 წლებში პირველი 4-ბორბლიანი და ბენზინის ძრავიანი ავტომობილი ააგო.

ემილ ელინეკი და მერსედესი

რეალურად, სახელი “მერსედესის” წარმოშობა ემილ ელინეკს უკავშირდება, რადგანაც ის 1898 წლიდან დაიმლერის ავტომობილებით ვაჭრობდა. ეს ადამიანი ნიცაში გამართულ ავტორბოლებში მისი შვილის მოფერებითი სახელით “მერსედესი” იღებდა მონაწილეობას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს სახელწოდება თავდაპირველად მხოლოდ მძღოლს ჰქონდა და არა – მანქანებს. უკვე 1900 წლიდან ელინეკი კომპანიას ახალი, უფრო მძლავრი ძრავის მქონე მოდელის შექმნაზე შეუთანხმდა, რომელსაც “მერსედეს-დაიმლერი” ერქმეოდა. აქვე აღსანიშნავია, რომ პირველ მერსედესს 4 ცილინდრიანი ძრავა და კლასიკური გარეგნობა ჰქონდა. იგი გახდა საფუძველი ყველა იმ მოდელის შექმნისა, რაც კი 1902 წლიდან მოყოლებული დღემდე Mercedes-Simplex-მარკის სახელით გამოსულა. ეს იყო “მერსედესის” პროდუქტის სახელწოდებაში გამოყენების პირველი პრეცედენტი, რის მერეც ელინეკი ბრენდის დისტრიბუტორიც კი გახდა.

Mercedes-Simplex

ელინეკმა ამ წლებში “დაიმლერ – ძრავების საზოგადოებას” ორჯერ შეუკვეთა 36 ავტომობილი. 36 მანქანის ღირებულება იმ დროისთვის 551 000 მარკას შეადგენდა, რაც დღევანდელი კურსით 3 მილიონი ევროა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ მანქანებს 8 ცხენის ძალა ჰქონდათ.

მერსედესის ცნობადობა, რეალურად, სწორედ ნიცაში გამართული ავტორბოლების შედეგია, რომელშიც მისი მოდელები პერმენენტულად მონაწილეობდნენ. უკვე 1901 წლიდან კომპანიის მანქანები მერსედესის სახელის ქვეშ იწარმოებოდა. ხოლო 1902 წელს კი, “დაიმლერ – ძრავების კორპორაციამ” ბრენდის სახელწოდებაზე საავტორო უფლებები დაიცვა.

უკვე 1909 წელს შეიქმნა მისი ლოგოტიპი: 3-ქიმიანი ვარსკვლავი, რომლის მიღმაც იგულისხმება მარკის წარმატებება ხმელეთზე, წყალსა და ჰაერში.

ბერტა და კარლ ბენცი

მერსედესის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია 1926 წელი, როცა „დაიმლერ- ძრავების საზოგადოება” და მისი კონკურენტი „ბენცი და კომპანია” შეერთდა, რის შედეგადაც შეიქმნა „დაიმლერ-ბენცის ავტოკორპორაცია”, სწორედ ამ თარიღს უკავშირდება „მერსედეს-ბენცის” როგორც ბრენდის სახელწოდების წარმოშობა. ამ ფაქტის შემდეგ სამქიმიანი ვარსკვლავი რგოლში ჩაისვა – სწორედ ამ ფორმით გვხვდება იგი დღესაც.

მერსედესის ისტორია ასევე მკაფიოდ უკავშირდება ბერტა ბენცსაც. მის გამო ისტორია ისევ უკან უნდა დავაბრუნოთ და თხრობა 1880-იანი წლებიდან დავიწყოთ. ალბათ რომ არა ეს ადამიანი, შეიძლება, მერსედესის ბრენდი დღეს არც არსებულიყო.

ამ ქალბატონმა 22 წლის ასაკში მშობლებისგან საკუთარი მზითევი გამოითხოვა და საკუთარი კაპიტალი კარლს ბენცისა და ავგუსტ რიტერის მეტალურგიულ და მანქანათმშენებელ საწარმოში ჩადო. სულ მალე მან თავად კარლ ბენცზე იქორწინა.

1888 წელს ბერტა ბენცმა კარლის უკითხავად ავტოფარეხიდან გამოიყვანა მისი თვითმოძრავი ეტლი, რომელსაც საზოგადოებაში მაინც გასართობი საშუალების რეპუტაცია ჰქონდა და სერიოზულად არავინ უყურებდა. ბერტამ გადაწყვიტა, სწორედ ამ ტრანსპორტით გამგზავრებულიყო დედასთან და ორ შვილთან ერთად 106 კილომეტრი გაევლო.

გამომდინარე იქიდან, რომ ბერტას მგზავრობა წარმატებით დასრულდა, ეტლმა მყისვე გაითქვა სახელი და საწარმოს შეკვეთები თავს დაატყდა. სწორედ ასე მიაღწია კარლ ბენცის კომპანიამ წარმატებას – ჭკვიანი მეუღლის მეშვეობით, რომელმაც სწორად დააბანდა თავის დროზე კაპიტალი.

ფერდინანდ პორშე

1923 წელს კომპანიაში ახალი ინჟინერი – ფერდინანდ პორშე მოიწვიეს. იმავე წელს გამოვიდა პირველი 4-ცილინდრიანი ძრავები: 1568 და 2614 კუბ.სმ. მუშა მოცულობებით, რომლებიც გამწოვებით იყო აღჭურვილი. 1924 წლიდან კი უფრო ცნობილი სერიის გამოშვება დაიწყო. მას ერქვა 24/100/140 PS 6-ცილინდრიანი აგრეგატით, რომელიც 100-140 ცხ.ძ. სიმძლავრეს ავითარებდა 6240 სმ3 მუშა მოცულობის პირობებში.

24/100/140 PS 6

როგორც ცნობილია, ფერდინანდმა სრულიად განაახლა საწარმოო პროგრამა. მან საბაზისო მოდელად Daimler-ს უკანასკნელი მოდელი აიღო. სწორედ 1926 წელს შეიქმნა ფერდინანდ პორშეს ყველაზე დიდი ნამუშევარი “კომპრესორიანი” სერია K, რომელსაც თავისი სიჩქარის (145კმ/სთ) გამო “სასკვდილო მახე” შეარქვეს.

1930-იანები

1928 წელს პორშემ დატოვა კომპანია და მას სათავეში ახლა უკვე ჰანს ნიბელი ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა Mannheim-370 6 ცილინდრიანი ძრავით, რომლის მოცულობაც 3.7 ლიტრი იყო და Nurburg-500 8 ცილინდრიანი 4,9 ლიტრიანი აგრეგატით, რომლის ბაზა პორშეს ბოლო მოდელები იყო.

Nurburg-500

უკვე 1930 წელს შეიქმნა Grosser Merceries (“დიდი მერსედესი”), იგივე Mercedes-Benz-770.

მერსედეს ბენცის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია 1931 წელი, როცა ბრენდის დებიუტი დაბალძრავიანი, იგივე “მალალიტრაშკა” მანქანების სექტორში შედგა.

მერსედესის კატეგორიზაცია

1994 წლამდე Mercedes-Benz–მა იყენებდა ალფანუმერულ სისტემას მათი მანქანების კატეგორიზაციისთვის, რომელიც შედგებოდა რიცხვის თანმიმდევრობისგან. აღნიშნული რიცხვის მიმდევრობები უდრიდა ძრავის მოცულობას ლიტრებში გამრავლებული 100 – ზე, რასაც მოჰყვა ანბანური სუფიქსის განლაგება, რაც მიუთითებს ძარის სტილსა და ძრავის ტიპზე. მაგალითად:

  • “C” მიუთითებს კუპეს ან კაბრიოლეტის ძარის სტილზე (მაგალითად, CL და CLK მოდელები, თუმცა, გამონაკლისია C-Class, რადგან ის ასევე ხელმისაწვდომია სედანი ან უნივერსალი);
  • “D” მიუთითებს, რომ მანქანა აღჭურვილია დიზელის ძრავით;
  • “E” (“Einspritzung”) მიუთითებს, რომ ავტომობილის ძრავა აღჭურვილია ბენზინის საწვავის ინჟექციით. ასევე გამოიყენება ელექტრო მოდელების და ჰიბრიდებისათვის;
  • თავდაპირველად “G” გამოიყენებოდა Geländewagen მაღალი გამავლობისთვის, მაგრამ ახლა გამოიყენება Mercedes- ის ჯიპებისთვის (G, GLA, GLC, GLE, GLK და GLS);
  • “K” გამოიყენებოდა 1930-იან წლებში, რაც მიუთითებს კომპრესორზე აღჭურვილი ძრავით. სამი გამონაკლისი: SLK, SSK და CLK, სადაც K მიუთითებს “Kurz” (მოკლე ბორბლიანი);
  • “L” მიუთითებს “Leicht” (მსუბუქი წონა) სპორტული მოდელებისათვის და “Lang” სედანის მოდელებისთვის;
  • “R” მიუთითებს “Rennen” (რბოლა), რომელიც გამოიყენება რბოლებისთვის (მაგალითად, 300SLR);
  • “S” – “Sonderklasse ” – “სპეციალური კლასი” ფლაგმანური მოდელებისათვის, მათ შორის, S-კლასის და SL-კლასის, SLR McLaren და SLS სპორტული მანქანებისთვის;
  • “T” მიუთითებს “ტურისტულ” და ქონების (ან უნივერსალის) კორპუსის სტილზე.

1940 – 1980

ომის დროს სამგზავრო მანქანების დამზადებისა და ძრავების კვლევის შეჩერების შემდეგ, Mercedes-Benz განაახლა თავისი საქმიანობა და 1946 წელს გამოუშვა 170 V მოდელი.

50 – იანი წლების განმავლობაში, Mercedes – Benz– მა აწარმოა მათი ყველაზე ლამაზი მანქანები, როგორიცაა 190 და 300 SL. პირველი იყო კომპაქტური როდსტერი, რომელმაც 1959 წელს დიზელის ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარების შემდეგ დიდი პოპულარობა მოიპოვა.

300 SL

80-იანი წლებში სამყარო უკვე შეშფოთდა CO2– ის ემისიის ეფექტით და მანქანის დაბინძურებით. Mercedes – Benz-მა პირველმა დანერგა 1985 წელს კატალიზატორის გამოყენება. ამ და რამდენიმე ზეთის ფილტრის ცვლილებებით, Mercedes-Benz-ის მანქანები უფრო შორს წავიდნენ და კიდევ უფრო მოწინავეები გახდნენ.

მერსედეს ბენცი დღეს

კარლ ბენცისთვის ინოვაციის შექმნა საყვარელი საქმიანობა იყო. მან მერსედესის ბრენდის სახელის ქვეშ არაერთი გამოგონება უსახსოვრა მსოფლიოს. ამასობაში კი, „მერსედეს-ბენცი”  მსოფლიოში პირველ საავტომობილო მარკად იქცა.

W123 E-Class

დღეისთვის მერსედეს-ბენცის სამარკო ნიშნის ქვეშ მზადდება ფართო არეალის და დანიშნულების ტრანსპორტი: სამგზავრო მსუბუქი ავტომობილები, სამგზავრო/სამხედრო მსუბუქი ყველგანმავალი ავტომობილები, სატვირთო ავტომობილები, ავტობუსები, მინი-ვენები და ა.შ. მათ მიერ წარმოებული ყველა ძრავა ტესტირდება მანქანაში ჩასმამდე და ძრავის ზეთი, რომელიც გამოიყენება, გადამუშავდება ნარჩენების და ჭუჭყის 60-ჯერ გამორეცხვით. ასევე, ყველა ახალ Mercedes-Benz საჭის სისტემას აქვს საკუთარი ამორტიზატორები, რაც უზრუნველყოფს დამატებით სიგლუვეს და უსაფრთხოებას მართვის დროს.

და ბოლოს – დღესდღეობით მერსედესის მუზეუმი განთავსებულია გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ, იხილონ მერსედეს-ბენცის ისტორია დაწყებული მსოფლიოს პირველი ავტომობილით – ,,Motorwagen-ით” და დამთავრებული ლეგენდარული ,,Silberpfeil-ით”.

ნახეთ: ლითონის პატარა ნაწილებისაგან შექმნილი ცხოველების ანიმირებული მოძრაობა

checkcov.ge – კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრები, ერთ პლატფორმაზე