in

Mercedes-Benz-ის „მწვანე პოლიტიკას“ რეალური ილუსტრაციებით აკრიტიკებენ

Mercedes-Benz-ის ახალი ილუსტრაციები ბრენდს ბუნებასთან აკავშირებს. ავტომწარმოებლის კამპანია „ბუნება ან არაფერი“ თავის სიმბოლოს ბუნების ობიექტებთან ათავსებს, როგორიცაა ფოთოლი, თაფლი და ვარდი. თანაც, ეს ოპტიმისტური სერია კომპანიის სასამართლო პროცესს ემთხვევა, რომელიც გერმანიაში გარემოს დაცვაზე ყურადღების ნაკლებობას ეხება.

ილუსტრაციების საპასუხოდ, Wherefrom-მა ლონდონში დაფუძნებული სარეკლამო სააგენტო 10 Days მოიწვია და ლოგო ახალი კუთხით წარმოაჩინა. პროექტის სრულად შემობრუნებით, „არაფერი ან ბუნება“ და ლოგოს კლიმატის ცვლილებებთან გაერთიანებით, ყველაფერი იცვლება — ნავთობის დაღვრა, ტყის ხანძარი, გამომშრალი მიწა და დაბზარული ყინული.

ერთადერთი ანალოგია, რომელიც დიზაინერებმა აირჩიეს, არის ჭექა-ქუხილის სურათი: „ჭექა-ქუხილის სურათი იგივე რჩება, რადგან ის რეალურად აჩვენებს მის ზრდას, რომელიც კლიმატის ცვლილებებთანაა დაკავშირებული“. 

რევერსული კამპანია არა მხოლოდ მერსედესის ბრენდს ეხება, არამედ მთლიანად სარეკლამო ინდუსტრიას. ევროკომისიის ბოლო მოხსენების თანახმად, კომპანიების მიერ „მწვანე პრეტენზიების“ 42% გაზვიადებული, შეცდომაში შემყვანი ან აშკარად ყალბია, რადგან ბევრმა მათგანმა ვერ შეძლო კამპანიების საქმეებით დასაბუთება.

როგორ უნდა დალიოთ აბები ისე, რომ ორგანიზმმა სწრაფად შეიწოვოს?

Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო