რეალურ სამყაროში აჩრდილები გამოჩნდნენ, რომელთა წარმოშობის შესახებ, ჯერ კიდევ, არავინ იცის. სინამდვილეში, ეს ციფრული და რეალური სამყაროს ერთგვარი სინთეზია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ახალ ეპოქაში შევაბიჯოთ. ახლა ახალი ერა დგას და სამყაროსაც ახალი გმირები სჭირდება. ეს ის დროა, როდესაც ციფრული სცენა ყველაზე აქტუალური და პოპულარულია. სამწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ელექტრონული სპორტის მხარდასაჭერად Mercedes-Benz-მა და ვიდეოთამაშების კომპანია ESL-მა ერთობლივი კამპანია წამოიწყეს და ჩანაფიქრი ამ მისტიკური, საიდუმლოებებით სავსე ვიდეორგოლით გადმოსცეს.
ახალი ერა! ახალი გმირები! – Mercedes-Benz-ის რეკლამა
