in

Mercedes-Benz მანქანას ვირტუალური რეალობისთვის ქმნის

ამბობენ, რომ ზოგიერთი იდეა იდეის დონეზე უფრო კარგია და სწორედ ეს არის Mercedes Benz-ის ახალი მიდგომა, რითაც იგი უახლეს მანქანასაც კი ქმნის. თუმცა ამას ვერც ქმნილებას ვუწოდებთ, რადგან მხოლოდ კონცეპტუალიზაციაა, რომლის შენარჩუნებასაც კომპანია ციფრული სამყაროსთვის აპირებს. 

ფუტურისტულ მოდელს სახელიც კი არ აქვს, Riot Games-თან ერთად შეიქმნა და წარმოდგენილია League of Legends-ის მსოფლიო ჩემპიონატზე. ხოლო, რახან ავტომწარმოებელი არასდროს აპირებდა მის გაცოცხლებას, მას თავისუფლება ჰქონდა იმაზე, თუ როგორი იქნებოდა იგი. 

შედეგი კი სიურრეალისტური ჰიპერმანქანაა, რომელიც გამჭვირვალე ცისფერ კორპუსს ჰგავს, ასე რომ, თქვენ მანქანის შიდა მხარის დანახვასაც მარტივად მოახერხებთ. ალბათ, თქვენს თვალებს ყველაზე მეტად ბორბლები იტაცებს, რომლებიც თითქოს მისი სხეულის ნაწილია. 

Mercedes-Benz-ის მთავარი დიზაინერის გორდენ ვაგენერის თქმით, ვირტუალურ რეალობაში ავტომობილის ჩაფიქრება შესაძლებლობების სამყაროს ხსნის. ამასთან, აქ ნამდვილი და ანიმაციური ავტომობილების დიზაინი ერთმანეთს ერწყმის. კონცეფცია კი, თავის მხრივ, უსაზღვრო კრეატიულობას გვაჩვენებს იმისა, რამაც, შესაძლოა, ვირტუალურ რეალობაში დაიდოს ბინა. 

ხოლო ამ მოდელის გამოსაცდელად ახლა ერთადერთი გზა Lil Nas X-ის მუსიკალური ვიდეოს ყურებაა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის შეიქმნა. ამასთან, მოსალოდნელია, რომ თამაშზე დაფუძნებული ინფო-გასართობი გამოცდილება Mercedes-Benz EQS სედანსა და SUV-საც მალე მიაღწევს. 

რა შემთხვევაში იმოქმედებს ფრილანსერებისთვის “მცირე ბიზნესის” სტატუსი (1%-იანი საშემოსავლო გადასახადი) საქართველოში? რა უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ

„ვიღებთ მოლოცვებს“ — დღეს Glovo-ს დაბადების დღეა!