in

Mercedes-Benz-მა მანქანებს შეჯახებისას რენტგენი გადაუღო!

ეს იმას ნიშნავს, რომ მალე მანქანები კიდევ უფრო უსაფრთხო გადაადგილების საშუალებად იქცევა… თუმცა Mercedes-Benz-ს რენტგენის სხივების გამოყენება იმისთვის კი არ გადაუწყვიტავს, რომ მანქანის კორპუსის მიღმა გაეხედა, არამედ იმისთვის, რომ ავტოავარიების ეპიცენტრში მომხდარიყო და მანქანის შიდა მხარე ენახა. მეტიც, როგორც ამბობენ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მანქანების შეჯახებას რენტგენის გამოსხივების ქვეშ დააკვირდნენ, რაც კომპანიას, თავის მხრივ, ავტომობილების შიდა დინამიკის უკეთ შესწავლის საშუალებას აძლევს. 

ამ მიზნით Mercedes-Benz-მა Fraunhofer Society-სა და Ernst Mach Institute-თან დაიწყო თანამშრომლობა. ხოლო პროცესში ძირითადად რენტგენის აპარატი გამოიყენეს, რომელსაც წამში 1000 სურათის გადაღება შეუძლია. ამგვარად, მანქანის შეჯახების მომენტიც დაინახეს და ისიც, თუ რა ემართება სხვადასხვა ნაწილს ამ დროს. აღსანიშნავია, რომ ეს ინჟინრებისთვის, რომლებიც მანქანების უსაფრთხოებაზე მუშაობენ, საოცარ შესაძლებლობას ბადებს — მსგავსად, მარტივად ამოიცნობენ მანქანის შედარებით სუსტ ადგილებს, რითაც კიდევ უფრო უსაფრთხო მანქანებსაც შექმნიან მძღოლებისთვის.

თავად მკვლევრების უსაფრთხოებაზე რომ ეზრუნათ, Ernst Mach Institute-მა მწვავე რადიაციისგან დაცვის კონცეფცია განავითარა, რაც მოიცავდა 40 სანტიმეტრი სისქის ბეტონის კედელს, რომელიც სატესტო სივრცის ირგვლივ იყო აგებული. აქვე იყო მასიური 45-ტონიანი დამცავი კარი დოსიმეტრებით, რათა რადიაციის დონეს დაკვირვებოდნენ. ამგვარად, ექსპერიმენტის ჩატარების ნებართვაც მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინოვაციური კვლევა უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა.

Mercedes-Benz-ის X-სხივების ავარია გარდამტეხ ეტაპს წარმოადენს სამომავლო ინსტრუმენტების განვითარებისთვის. დაფარული ინტერიერის პირდაპირი ხედვით მას შეუძლია, მანქანის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთებაში დაგვეხმაროს, — აცხადებს მარკუს შეიფერი, Mercedes-Benz Group AG-ის ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი.

საქართველო ფორმაშია! – საქართველოს ბანკის კამპანია ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისთვის

See You There — სამოგზაურო პლატფორმამ კამპანია AI-ის დახმარებით შექმნა