in

დაბრკოლებები, რომლებსაც ავტომობილი მძღოლზე ადრე აღიქვამს! – Mercedes-Benz-ის პრინტ კამპანია

ამ ბოლო დროს, უყურადღებობის, გადაღლილობის თუ სხვა ყურადღების გამფანტველი ფაქტორების მიზეზით გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების ფონზე, ავტომობილების მწარმოებელი კომპანიებისთვის პრიორიტეტად ისეთი ფუნქციები იქცა, როგორიც ავტომუხრუჭი, დაბრკოლების სენსორული აღქმა და დისტანციის კონტროლია. Mercedes-Benz-ის ახალი E-Class-იც ყველა საჭირო სტანდარტით არის შექმნილი. კომპანიამ, სულ ახლახან, სააგენტო BBDO-სთან თანამშრომლობით, სარეკლამო პრინტ კამპანიაც გაავრცელა, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ახალი მოდელების შესაძლებლობებს ხაზს. პოსტერები, რომლებზეც სამი სიტყვა: ბავშვი, ძაღლი და ხეა გამოსახული, სწორედ იმ მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან გზავნილს გადმოსცემენ, რაც დაბრკოლების დროულად აღქმასა და რეაგირებას გულისხმობს, რაც მთავარია, ამას ავტომობილი უკვე დამოუკიდებლად ახერხებს.

BOG
BOG

“ამ სამყაროში ადგილი ყველას ეყოფა!” – Jackson Hole-ის შთამბეჭდავი ვიდეორგოლი

„როგორ ვაქციოთ ხელოვნება შემოსავლის წყაროდ?“ – Vertigo – ხელოვნების მენეჯმენტის სკოლა თბილისში