in

Mercedes-Benz-მა პირველი ქალი მძღოლის მოგზაურობას რეკლამა მიუძღვნა

რეკლამა ეძღვნება პირველ ქალს, რომელმაც ავტომობილით მარტომ დაფარა 100 კმ. ეს ამბავი 1888 წლის 5 აგვისტოს მოხდა. ბერტა ბენცი, მეუღლის მიერ გამოგონებული ავტომობილით მშობლების სახლში მიდიოდა, როდესაც ავტომობილი გაჩერდა. დახმარების სათხოვნელად, ქალი აფთიაქში შევიდა და ლიგროინი მოითხოვა… ბერტა ბენცს იმ დღეს 12 საათი დასჭირდა 106 კილომეტრის გასავლელად. ეს მოგზაურობა ისტორიაში შევიდა, ბერტა ბენცმა საზოგადოებას ქმრის გამოგონება გააცნო, რომელიც დღეს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდს წარმოადგენს. რეკლამა Mercedes-Benz-მა სააგენტოსთან Antoni Garage ერთად გადაიღო და ბერტა ბენცის დაბადებიდან 170 წლის იუბილეს მიუძღვნა.

 

რეჟისორი სალომე კალანდია, Netflix-ისთვის, პიტერ ვებერთან ერთად სერიალს იღებს 

Levi’s-ის კამპანია მთელი მსოფლიოს ქალების გასაერთიანებლად