in

Mercedes-ის საინფორმაციო გასართობ სისტემას ChatGPT ემატება

მალე Mercedes-ის ავტომობილებს, ChatGPT-ის სახით, ახალი სერვისი დაემატება. უფრო კონკრეტულად, ავტომწარმოებელი OpenAI-ის AI სისტემას თავის MBUX საინფორმაციო გასართობ სისტემაში დანერგავს — უბრალოდ, ამ ეტაპზე მის გამოყენებას მხოლოდ აშშ-ში მცხოვრები მძღოლები შეძლებენ.

აღნიშნული სიახლე ავტომობილებს საშუალებას მისცემს, უაღრესად მრავალმხრივი დიდი ენის მოდელის მეშვეობით, მანქანის „სასაუბრო უნარები“ გაზარდოს. ალბათ, ძირითადი აქცენტი ნავიგაციაზე, მანქანის ძირითად ფუნქციებზე და ინტერფეისის კონტროლზე გაკეთდება.

„მომხმარებლებს ექნებათ ხმოვანი ასისტენტი, რომელიც არა მხოლოდ ხმოვან ბრძანებებს მიიღებს, არამედ საუბარშიც ჩართვაც შეეძლება. ასევე, დანიშნულების ადგილის შესახებ მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას, რჩევებს — ახალ კულინარიულ რეცეპტებზე და ამომწურავ პასუხებს — რთულ კითხვებზე“, — განმარტავენ კომპანიაში.

რა თქმა უნდა, შედარებით რთულმა შეკითხვამ, როგორიცაა „რომელია სენდვიჩების საუკეთესო მაღაზია ჩემს მარშრუტზე, რომელიც მდებარეობს ბენზინგასამართ სადგურიდან ნახევარი მილის მანძილზე“, შეიძლება შეაფერხოს ტრადიციული ხმოვანი ინტერფეისი. თუმცა რა სჯობს, მარტო მგზავრობისას, როცა ხმის გამცემი არავინ გყავთ და წინ დიდი გზა გაქვთ, ჭკვიან AI ასისტენტს რომ დაელაპარაკებით? თუნდაც რაღაცებზე სწორად ვერ უპასუხოს…

როგორ გამოვიყენოთ პოზიტიური სტრესი კრეატიულობის გასაზრდელად?

ბანკინგი მარტივად — ერთი ხელის მოსმით