Mercedes თავის მანქანებს Dolby Atmos აუდიო სისტემით უზრუნველყოფს — ეს იმ მოდელებს ეხება, რომლებიც იყენებს როგორც უახლეს MBUX ინტერფეისს, ისე Burmester 3D ან 4D ხმის სისტემას. კომპანიის თანახმად, აუდიო სისტემა “ცოცხალი კონცერტის” შეგრძნებას ბადებს…
4D სისტემა 32 დინამიკს მოიცავს. აქედან ექვსი სამგანზომილებიან ეფექტს ზემოდან ქმნის, ოთხი “ახლო” დინამიკი წინა სავარძლებზეა დამონტაჟებული და თანაც, ოთხივე სავარძელს ხმის ორი გადამყვანი აქვს. ამას ემატება 1 750 ვატიანი სიმძლავრე. ასე რომ, მთლიანობაში ნამდვილად კმაყოფილები უნდა იყვნენ მერსედესის მომხმარებლები.
უბრალოდ, ჯერ ნუ დაგეგმავთ Atmos აპარატის დაუყოვნებლივ შეძენას. ეს ფორმატი Mercedes-Maybach-ში 2022 წლის ზაფხულიდან იქნება ხელმისაწვდომი, ცოტა მოგვიანებით კი S-კლასში, რასაც ეტაპობრივად სხვა მოდელებიც მოჰყვება.