in

Mercedes ვინილის ფირფიტებს უშვებს — კავშირი ავტომწარმოებელსა და მუსიკას შორის

Mercedes-Benz-სა და მუსიკალურ ინდუსტრიას შორის მყარი კავშირია — ბრენდის ისტორიაში უდიდესი ადგილი უკავია ამ სფეროს, რასაც ნათლად ადასტურებს ის ფაქტი, რომ ამ დრომდე 16 415 ტრეკშია ძვირადღირებული ავტომობილების მწარმოებელი ნახსენები. შესაბამისად, ეს კავშირი სცდება ჟანრებს თუ კონკრეტულ შემსრულებლებს. ბრენდს სურს, მომხმარებლებს ყველაზე ემოციურ ნაწილში დაუახლოვდეს და იმ მედიუმში დაამახსოვროს თავი, რომელიც ასე მნიშვნელოვანია საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის.

ამ მდიდარი მუსიკალური მემკვიდრეობის აღსანიშნავად, კომპანია Iconic Playlist-ის გამოშვებას გეგმავს. Universal Music France-თან (A&R Studios) და რადიო ნოვასთან თანამშრომლობით შექმნილი სიმღერების ეს კოლექცია აღნიშნავს ბრენდის პოპ-კულტურაში პოზიციონირებას. ამასთან დაკავშირებით, ლიმიტირებული გამოცემის ვინილს ვიხილავთ — როგორც ამბობენ, მხოლოდ 2000 ასლი იქნება ხელმისაწვდომი; კოლექციონერებს კი ყდის ოთხ განსხვავებულ დიზაინს შორის შეეძლებათ არჩევანის გაკეთება. ბუნებრივია, ვიზუალთან ერთად, მუსიკალური სტილიც სხვადასხვა იქნება.

Google-ისა და TikTok-ის პარტნიორობა ორივესთვის სასარგებლო იქნება?

რა არის და როგორ მუშაობს კორპორაციული გაყიდვები?