Mercedes-ის ახალი ვიდეორგოლის მთავარი გმირი ლეგენდარული როჯერ ფედერერია. ადამიანი, რომელმაც დამსახურებულად მოიპოვა მსოფლიოს “პირველი ჩოგანის” წოდება და რომელიც „დიდი სლემის“ ტურნირის 17–გზის ჩემპიონია.
https://www.youtube.com/watch?v=ABbh5iQA5oY
ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ვიდეორგოლს. Mercedes–მაც სწორედ ასეთი შექმნა. 2 წუთიანი ვიდეო როჯერის სპორტული დამსახურებების გარდა, მოდურ ტენდენციებზეც არის, რომელთა ფუძემდებელიც ხშირად თავად როჯერი იყო ხოლმე. მაგალითად, გრძელი შეღებილი თმა, Mercedes–ის საოცარი წითელი ავტომობილი და ა.შ. ეს ადამიანი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო და ყოველთვის განხილვის თემას წარმოადგენდა.
რა თქმა უნდა, წლები გადის და მოდა იცვლება, შესაბამისად, როჯერის გარეგნობა და ჩაცმის სტილიც, მაგრამ ერთი რამ მაინც უცვლელი რჩება – ლეგენდარული სპორტსმენის ლეგენდარული მანქანა. მაშ ასე, Mercedes–ი წარმოგიდგენთ როჯერ ფედერერს 2017 წლის SL–თან ერთად.