Mercedes-AMG Petronas F1 Team-მა ახალი კამპანია წამოიწყო, რომელსაც ლუის ჰემილტონთან 12-წლიან პარტნიორობას უძღვნის და აღნიშნავს იმ პილოტთან დამშვიდობებას, რომელთანაც ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა.
კამპანია ცნობილმა სააგენტომ, Abbott Mead Vickers BBDO-მ განახორციელა და ის აღნიშნავს ჰემილტონის წვლილს Mercedes-სა და სპორტში, რადგან 2024 წელი ლუისის ბოლო სეზონია ამ მიმართულებით. კამპანიამ დიდი პატივისცემა გამოხატა ჰემილტონის შეუდარებელი მემკვიდრეობის მიმართ Mercedes-AMG Petronas-თან და მოტოსპორტის უფრო დიდ საზოგადოებასთან. მისი ცენტრალური პროდუქტია რეჟისორ მელინა მაცუკასის მიერ შექმნილი ფილმი, რომელიც აღწერს ჰემილტონის არაჩვეულებრივ მოგზაურობას მერსედესთან ერთად და აერთიანებს F1-ის საარქივო კადრებს. ფილმი წუთსა და 51 წამს გრძელდება და ამ მოკლე დროში ჩატეულია მთავარი გზავნილი: „ყველა ოცნებას სჭირდება გუნდი“.
ფილმი ასახავს ჰემილტონის შვიდ მსოფლიო ჩემპიონატს და მის შესანიშნავ პარტნიორობას მერსედესთან. ბოლო, საკვანძო ფრაზაა: „გმადლობთ, ლუის“.
აღსანიშნავია, რომ ფილმის გარდა კამპანიის ნაწილია გარე რეკლამებიც, რომლებიც, აგრეთვე ასახავს სამახსოვრო მომენტებს და ისინი დამონტაჟდება დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და კუალა ლუმპურში. გულშემატკივრებს შეეძლებათ, ნახონ ეს სურათები საკულტო წერტილებში, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ჰამილტონის ადგილს F1-ის ისტორიაში.