in

Amazon-ზე საკუთარი ტანსაცმლის ხაზის შექმნა ყველას შეუძლია

veon
veon

ოდესმე გიოცნებიათ, რომ საკუთარი ტანსაცმლის ბრენდი გქონოდათ? იდეები ხშირად გვრჩება განუხორციელებელ აზრებად, რადგან წარმოების, ინვენტარისა და გადაზიდვის ლოგისტიკის რეალური პროცესები ბევრ დეტალს მოიცავს. ახლა კი Amazon-მა სპეციალურად ამ შესაძლებლობისთვის პლატფორმა Merch on Demand შექმნა.

ვებგვერდზე საკუთარი საქონლის ხაზის შექმნა ისეთივე მარტივია, როგორც ნამუშევრების ატვირთვა, პროდუქტის ტიპისა და ფერის არჩევა თუ მიმზიდველი აღწერილობის დამატება. ელექტრონული კომერციის გიგანტი ამბობს, რომ დანარჩენ ყველაფერზე თავად იზრუნებენ — ბეჭდვაზე, წარმოებაზე და მომხმარებელთა მომსახურებაზეც კი.

ამ სიახლეს უკვე მოყვა სათანადო გამოხმაურება. კომპანიამ დაასახელა ბრენდები, რომელთა კონტენტის შემქმნელებიც შეუერთდნენ Merch on Demand-ს — მათ შორის არიან: Disney, Marvel, Cartoon Network, Adult Swim, Universal, Dr. Seuss, Fortnite და Overwatch. ასევე, მათ დაემატნენ დამოუკიდებელი დიზაინერები. თითოეულ მათგანს შეუძლია, ვებგვერდზე პროდუქტების მთელი რიგი გამოაქვეყნოს, ორიგინალური დიზაინით — იქნება ეს მაისურები, ჰუდები, ჩანთები, შარვლები თუ სხვა. ერთ თვეში კი პირველ ჰონორარს მიიღებენ.

თავად ამაზონი კონკრეტულ პროდუქტს მხოლოდ მას შემდეგ ქმნის, რაც ვინმე შეკვეთას გააფორმებს. შესაბამისად, ინიციატივას ნულოვანი ნარჩენები მოჰყვება…

კოსმოსური ნარჩენების გამო პირველი ჯარიმა დაიწერა!

JWST-მ ასობით „მარტოხელა პლანეტა“ აღმოაჩინა