გაცივდი? მერე რა! – ამ გზავნილით ხვდება ფარმადეპო ცივ სეზონს. მსუბუქი, პოზიტიური და იუმორით დატვირთული მასტერ ვიდეო, სადაც ოჯახი გაციებას ზედმეტი დრამების გარეშე, სრული სიმსუბუქით ხვდება. ოჯახის ყოფითი, ხალისიანი სცენა ქმნის განცდას, რომ სეზონური გაციება შეიძლება გაცილებით მარტივი იყოს, როდესაც ადამიანები პანიკის ნაცვლად სწორ ნაბიჯებს დგამენ.
გაზვიადებული იუმორი აქ არა უბრალოდ გასართობ ელემენტად, არამედ ქცევის ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული, მთავარი გზავნილიც სწორედ ესაა – სიმპტომები? ნუ გადადებ. იმოქმედე დროულად, რომ სეზონური გაციება არა გამოწვევად, არამედ მარტივად სამართავ ყოველდღიურ ეპიზოდად იქცეს.
[R]











