in

მერი გიორგობიანი Lürzer’s Archive-მა წლის საუკეთესო სტუდენტად დაასახელა

მერი გიორგობიანი Lürzer’s Archive-მა წლის საუკეთესო სტუდენტად დაასახელა! გამარჯვებული პრინტ ნამუშევარი მერიმ Miami Ad School-ში სწავლისას შექმნა და Lürzer’s Archive-მა პირველად 34 წლიანი არსებობის განმავლობაში აღიარა ქართველი არტ-დირექტორის ნამუშევარი!

BOG
BOG
მერი გიორგობიანი

– მოგვიყევი რამხელა მნიშვნელობა და წონა აქვს Lürzer’s Archive-ს სარეკლამო სამყაროში.

Lurzer’s Archive ავსტრიაში 1984 წელს დაარსებული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო გამოცემაა, რომელიც მთელი მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიას მოიცავს. 2005 წელს Lurzer’s Archive-მა შექმნა წლის სტუდენტის ნომინაცია, რომელშიც გამარჯვებულიც მთელი წლის განმავლობაში შექმნილი კრეატიული პრინტების კონკურსით ვლინდება. კონკურსი აერთიანებს სტუდენტებს მსოფლიოს ყველა სარეკლამო სკოლიდან. Student Of The Year-ის არსებობის ისტორიაში, 4000-მდე ნამუშევრიდან კონკურსის ფინალურ ათეულში წელს პირველად მოხვდა ქართველი სტუდენტის კრეატიული პრინტი, რომელიც ჟიურის წევრებმა საუკეთესოდ აღიარეს.

– როგორ შეიქმნა “Reborn” და ელოდებოდი თუ არა მსგავს წარმატებას?
Reborn-ის იდეა ტოკიოში, მასაჟის მაგიდაზე დაიბადა. თავი ხვრელში მქონდა ჩაყოფილი და წარმოვიდგინე როგორ გამოვიყურებოდი ქვემოდან. მთელი 40 წუთი ვიმეორებდი თავში იდეას, რომ არ დამვიწყებოდა. მეორე დღესვე შევთავაზე ჩემს მეგობარს, არტურს, რომ ერთად შეგვესრულებინა იდეა. არტურმა 3დ -ში ააწყო მაგიდა, ფოტო სტოკზე ვიპოვეთ და შემდეგ რეტუშში გავათენეთ 2-3 ღამე. Ogilvy-ში ძალიან მოეწონათ პრინტი და დღემდე ცდილობენ რომ რომელიმე სპა-მასაჟის ბრენდს მიყიდონ. გერმანიაში ცოტა სკეპტიკურად შეხვდნენ, თუმცა არც გამკვირვებია მათგან. წარმატებას ველოდით, თუმცა წლის რჩეული სტუდენტები თუ გავხდებოდით ნამდვილად არ გვეგონა.

 

რას ფიქრობ, რა არის საჭირო იმისთვის რომ საქართველოში ხარისხიანი პრინტების შექმნა გახშირდეს?

ზოგადად ძალიან მწყდება გული, რომ პრინტის “კულტურა” ჩვენთან ნაკლებადაა. თუმცა მიხარია, რომ Holmes & Watson-ში თითქმის ყოველკვირეულად გვაქვს პრინტის ბრიფი. მაგალითად ამჟამად ინტენსიურად ვმუშაობთ სხვადასხვა start up-ების პრინტ კონცეფციებზე. კრეატიულ პრინტზე თითქმის მოთხოვნა არაა ბაზარზე. თუმცა ჩემი რჩევა იქნება, რომ მუდვიმად იმუშავონ პრინტ კონცეფციებზე, თუნდაც სავარჯიშოდ, ან საკონკურსოდ.

– ბრენდები, რომლებთანაც HOLMES&WATSON-ში მუშაობ, გაძლევენ საშუალებას რომ “საევორდო”(საკონკურსო) ნამუშევრები შექმნა?

ალბათ ყველა ბრენდისთვის შეიძლება რამე ისეთის გაკეთება, რითის საერთაშორისო აღიარებას მოიპოვებ. მთავარია შემართება და მზაობა, როგორც ჩვენი სააგენტოს მხრიდან, ასევე კლიენტის მხრიდანაც.

– რა რეაქცია ჰქონდათ Miami Ad School-ში, როცა გამარჯვების ამბავი გახდა ცნობილი?

სკოლას ჩვენზე არანაკლებად უხარია, რადგან მათთვისაც დიდი პრესტიჟია. სხვათაშორის სკოლის დირექტორის ნებართვის გარეშე გავაგზავნეთ ნამუშევარი, რადგან სხვა ევორდებზე გაშვების თანხმობა არ მოგვცა. ახლა ძალიან ბედნიერია და მოგვიბოდიშა კიდეც, თავიდან რომ არ დაგვიჭირა მხარი.

სექსუალური შევიწროების მსხვერპლ გოგონათა საგანგაშო სტატისტიკა და PRINT კამპანია პრობლემაზე

Playboy-ს სუნამოს პროვოკაციული ვიდეორგოლი