21
Dec
2017

მერი გიორგობიანი – #პირველისამსახური

21 Dec 2017

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩემი პირველი სამსახური არქიტექტურულ კომპნია Concept Studio იყო. მაშინ 20 წლის ვიყავი და ჩემს თავს მხოლოდ არქიტექტურაში ვხედავდი. განსაკუთრებულს არაფერს მანდობდნენ, წვრილ-წვრილ შავ საქმეებს ვაკეთებდი, უფრო სამუშაო პროცესს ვაკვირდებოდი და ვცდილობდი არქიტექტურული პროგრამები ამეთვისებინა (Autocad, Archicad, 3dmax). უმეტესწილად თანამშომლები აქეთ მეხმარებოდნენ პერსონალური პროექტების შესრულებაში.

 

სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ მქონდა მცდელობა მაგისტრატურა არქიტექტურის განხრით ინგლისში გამეგრძელებინა, თუმცა ვიზის გაპრობლემების გამო ვერ მოვახერხე. ამ ამბით თავზარდაცემულმა ჯიპას მივაშურე, მეთქი ცოტა გულს გადავაყოლებთქო. ბოლოს ისე აღმოჩნდა, რომ ჯიპადან Sarke Studio-ში ავღმოჩნდი, ეს იყო ჩემი მეორე, თუმცა პირველი სამსახური სარეკლამო სფეროში. მაშინვე მივხვდი რომ ძალიან სასიამოვნო გაუგებრობაში ამოვყავი თავი. ნელ-ნელა Archicad-ი Photoshop-მა ჩაანაცვლა, Tadao Ando კი Bill Bernbach-მა. ასე ნელ-ნელა გადმოვცოცდი არქიტექტურიდან არტ დაირექშენში. დღემდე მიყვარს არქიტექტურა. ხანდახან, არც თუ ისე ხშირად, ვფიქრობ კიდეც, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება ის ოხერი ვიზა რომ მოეცათ?

მერი გიორგობიანი – HOLMES&WATSON-ის არტ დირექტორი.

განხილვა