in

„მერიელის“ აქსესუარები და ბარათები, მოტივაციის, კეთილი სურვილებისა და დადებითი ემოციების გაზიარებისთვის შეიქმნა

„არ შეგეშინდეს წინააღმდეგობების“, „პოზიტიური განწყობა წარმატების გასაღებია“, „ყოველთვის მოუსმინე შენს გულს“ – ეს სიტყვები, ალბათ, ბევრ ადამიანს აავსებს დადებითი ემოციებით, მოტივაციას მისცემს და პოზიტიურ განცდებს მოუტანს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდა მარიამ კიკალიშვილს, „მერიელს“ რომ ქმნიდა.

იდეა წლების წინ გაუჩნდა – სურდა, რაიმე საინტერესო, ორიგინალური და თანამედროვე სამკაულის შეძენა, მაგრამ მაშინ, ასეთს ვერაფერს მიაგნო. ამიტომ, გადაწყვიტა, თავად შეექმნა ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი, ქალებისა და მამაკაცებისთვის. იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე რამდენიმე წელი გავიდა. რაზეც ყველაზე ბევრი იფიქრა და იმუშავა, მთავარი კონცეფცია იყო. და როგორც კი მთავარ ხაზს მიაგნო, 2019 წლის დეკემბერში, ბაზარზე „მერიელიც“ გამოჩნდა.

„ეს არ არის მხოლოდ სამკაული, მეტიც, ის, აქ ბოლო კომპონენტია. მთავარი, ის სურვილები და ემოციებია, რომლებსაც ჩვენს აქსესუარებთან ერთად, ბარათითა და ორიგინალური შეფუთვით გიზიარებთ“.

„მერიელის“ ვერცხლისა და ოქროს ხელნაკეთ კულონებს სხვადასხვა ფორმა აქვს. წერილში კი, რომელთან ერთადაც სამკაული თქვენამდე მოდის, პერსონალური განწყობის, გრძნობების და მოტივაციის მატარებელი ტექსტია. თავად აქსესუარებიც სიმბოლურია, ზომა და სილუეტები, თითქოს, ჯადოსნური. მარიამ კიკალიშვილი გვიყვება, რომ ამასაც თავისი დატვირთვა აქვს – „მერიელის“ ფორმა და შინაარსი მაქსიმალურად ახლოს იყოს ერთმანეთთან.

„მერიელის“ აქსესუარებს ოქრომჭედელი ზაზა პაპუაშვილი ამზადებს, ის მარიამის იდეებს, ესკიზებსა და მოდელებს სამკაულად აქცევს.

მარიამ კიკალიშვილი: ჩვენს ყველა კულონს განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა და ორიგინალური შეფუთვა აქვს. ზოგადად, ვთვლი, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში დიდი ფუნქცია აქვს სიმბოლოებს, ენერგეტიკას თუ ემოციებს. მჯერა, საკუთარი თავის რწმენას შეუძლია, ყველა მიზანს მიგვაღწევინოს. მინდა, ეს რწმენა და შთაგონება სხვებსაც გადავცე. მით უმეტეს, დღეს, როცა ასე გვჭირდება დადებითი ენერგია და მოტივაცია. ამიტომ, „მერიელის“ სამკაულს თან მოჰყვება სურვილები, სამოტივაციო წერილები.

მჯერა, ჩვენი ტექსტები, თითოეული ემოცია და სურვილები, მუდამ თან სდევს ყველას, ვინც „მერიელის“ სამკაულს ატარებს. ეს ენერგეტიკა სულ მასთან იქნება, შეახსენებს წერილის სახით მიღებულ სურვილებს და მოტივაციას მისცემს, მათ მისაღწევად.

ჩვენი ბრენდის მთავარი გზავნილია „ჩაუთქვი სურვილი შენს სამკაულს“. „მერიელის“ ყელსაბამთან ერთად, თქვენთვის ან საყვარელი ადამიანისთვის იმ სურვილს ჩაუთქვამთ, რაც სამკაულს წერილის სახით მოჰყვება. კულონის დანახვის, ან მასთან შეხებისას, მუდმივად ის სურვილები და ემოციები გაგახსენდებათ, შემდეგ კი მოტივაციაც მოგეცემათ, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოთ. 

სიმბოლური და ორიგინალურია ჩვენი შეფუთვაც, სამკაული სურვილებით სავსე ბარათზე მაგრდება, კონვერტში იდება, ილუქება შტამპით და ცვილით  – ადრესატი მას როგორც წერილს, ისე იღებს.

როგორ ფიქრობთ, რატომ ყიდულობენ „მერიელს“, უკუკავშირი თუ გაქვთ მომხმარებელთან? 

მომხმარებლები შთაბეჭდილებას მუდმივად გვიზიარებენ. სულ გვეუბნებიან, რომ ჩვენი სამკაულებით, თუ ბარათებით ძალიან დიდ სტიმულს იღებენ და გასცემენ კიდეც. ამით ვხვდებით, რომ მთავარი მიზანი, რაც შეიძლება მეტი იმედი და რწმენა
გავაღვივოთ ადამიანებში, მიღწეულია.

ანუ იდეა ყიდის პროდუქტს . . . 

ბიზნესი რომ დავიწყეთ, მაშინ არ იყო ამ ტიპის ხელნაკეთი ვერცხლისა და ოქროს სამკაულები, დღეს კი, მეტ-ნაკლებად, მომრავლდა. თუმცა, მათ შორის, ხშირად სწორედ ჩვენი იდეის, მოტივაციის მომცემი გზავნილების, დადებითი ემოციებისა და სურვილების გამო ირჩევენ „მერიელს“. ეს არ არის მხოლოდ ესთეტიკურად ლამაზი აქსესუარი, არამედ, სიმბოლური მნიშვნელობით დატვირთული სამკაულია, რომელიც მუდმივად გვახსენებს, ვიფიქროთ ჩვენს სურვილებზე, მიზნებზე და მეტი მოტივაციით, თუნდაც, მცირე ნაბიჯებით ვიაროთ მისკენ. სხვისი ნაჩუქარი „მერიელი“ კი მუდამ გვახსენებს, რომ იმ ადამიანს ძალიან ვუყვარვართ და სულ თან ვატარებთ ამ გრძნობას, მის მიერ გაზიარებულ ემოციას. 

პანდემიამ, ალბათ, დააჩქარა „მერიელის“ ბაზარზე დამკვიდრების პერიოდი . . . 

პირველი „ლოქ დაუნი“ რომ გამოცხადდა, გაჩერება მოგვიწია, მაგრამ როცა ყველაფერი გაიხსნა, გაყიდვები განვაახლეთ. ცოტა ხანში, მეტი და მეტი მოთხოვნა გაჩნდა. ხშირად, იმასაც გვწერდნენ, სოციალური დისტანციის გამო, ვერ ვნახულობთ ძვირფას ადამიანებს, დაბადების დღეებს თუ დღესასწაულებს ვერ აღვნიშნავთ ერთად მაგრამ თქვენი ორიგინალური სამკაულის საშუალებით შორიდან ვუზიარებთ ჩვენს კეთილ სურვილებს, სითბოს და სიყვარულსო. ყოველი ასეთი უკუკავშირის შემდეგ, სულ უფრო ვრწმუნდებით, რომ სწორი გზით მივდივართ.

სად და როგორ შეიძლება „მერიელის“ შეძენა? 

ჯერჯერობით, მხოლოდ „ონლაინ“ გაყიდვები მოქმედებს, ჩვენი Facebook-ისა და Instagram-ის საშუალებით. შესაბამისად, მთელი საქართველოს მასშტაბით გვაქვს საკურიერო მომსახურება და ნებისმიერ მსურველს, „მერიელის“ სამკაულს სასურველ მისამართზე ვაწვდით.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ? 

გვინდა, ჩვენი კოლექციები უფრო მრავალფეროვანი იყოს. ამიტომ, ვფიქრობთ, ნელ-ნელა სხვა აქსესუარებიც დავამატოთ – ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები, ორეულები, სამეულები და ა.შ. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ძვირფასი მინერალური ქვების დამატება ნაკეთობებში. მინერალური ქვები ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე და მნიშვნელოვანია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით მათი შერჩევა. ასე რომ, „მერიელის“ მომხმარებელს, მალე, კიდევ უფრო მრავალფეროვან არჩევანს შევთავაზებთ.

 

[R]

რა შესაძლებლობებს გთავაზობთ Mastercard-ის პარტნიორი აპლიკაცია WallyPay?

Matrix Desire – ტვინით მართვადი კონტროლის სისტემა