in

მერი გიორგობიანის ნამუშევრები Kia-მ გლობალური საკომუნიკაციო არხებისთვის შეარჩია

მერი გიორგობიანის მიერ გადაღებულმა ფოტოებმა Kia-ს ყურადღება, ჯერ კიდევ, 2023წელს მიიქცია, როდესაც სააგენტო Innocean Berlin-ის შემოქმედებით გუნდთან ერთად, ისლანდიაში მიმდინარე ფოტოგადაღებას ხელმძღვანელობდა. მერის კონცეფცია, ავტომობილს არქიტექტურული შედევრივით მოპყრობოდნენ, დამკვეთს მოეწონა და მეტიც, საცდელად გადაღებული მისი გადაღებული ფოტოებიც შეიძინა. თანამშრომლობა გაგრძელდა და მერი გიორგობიანის ნამუშევრები კვლავ გამოჩნდა Kia-ს გლობალურ საკომუნიკაციო არხებში.

მერი გიორგობიანი: „როგორც მოგეხსენებათ, Kia არის Innocean Berlin-ის კლიენტი, სადაც უკვე თითქმის 5 წელია ვმუშაობ არტ დირექტორად. ასევე, წინა წლიდან მოყოლებული, ვმუშაობ Kia-სთვის სოციალური მედიის კონტენტზეც. ამ კონკრეტულ პროექტზე ვმუშაობდი BTS (behind the scenes) ფოტოგრაფად, თუმცა გადავიღე ვიდეოც, რომელიც უახლოეს მომავალში დაედება Kia-ს სოციალურ მედიის გვერდებზე. ბრიფი მარტივი იყო: უნდა შეგვერჩია რომელიმე ინტერნეტ-ტენდენცია Kia EV3-სთვის. ჩემმა კოლეგებმა მოიფიქრეს Y2K ტრენდის გადათამაშება. გადაღებული ფოტოებიდან Kia-მ აიღო 6 ფოტო, რომლებიც გლობალურად იქნება გამოყენებული და არა მხოლოდ სოციალურ მედიაში. მომავალში კიდევ ბევრი კონტენტის გადაღება მომიწევს, რაც ძალიან მახარებს. ჩემთვის ძალიან საინტერესოა, როდესაც კრეატივთან ერთად, მისი შესრულების შესაძლებლობაც მაქვს.“


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

პროფესია: პროდუქტის მარკეტერი

როგორია Meta-ს ყალბი AI-ექაუნთები Instagram-ზე