in

მერკურს კუდი აქვს – როგორ არის ეს შესაძლებელი?

მზის სისტემა, შესაძლოა, ერთ დიდ პლანეტარულ ოჯახად წარმოვიდგინოთ – იუპიტერი მამაა, რომელიც ყველა დანარჩენს ერთ ხაზში აყენებს; ურანი და ნეპტუნი ერთგული ტყუპები არიან და სულ ერთად ატარებენ დროს; მარსი “წითელია”; დედამიწა ჭკვიანური მცდელობაა; ვენერა დედამიწის “დობილია”; პლუტონი კი შავი ცხვარია. და ბოლოს – მერკურს კუდი აქვს!

მერკურის ნარინჯისფერ-ყვითელი შუქით მანათობელი კუდი პლანეტისგან მილიონობით კილომეტრით არის დაშორებული. ასე, მერკური, თითქოს ოლიმპიურ კომეტას ემსგავსება.

ეს ყველაფერი კი იმის დამსახურებაა, რომ ჩვენი სისტემის ყველაზე პატარა პლანეტა მზესთან ყველაზე ახლოს იმყოფება. ამ მანძილზე, პატარა, მკვრივი, კლდოვანი სამყარო მუდმივად მზის გამოსხივებისა და ქარის ქვეშ ექცევა. თანაც, მერკურს არა თუ ატმოსფერო, არამედ დიფუზიური ეგზოსფერო აქვს, ამიტომაც მზის რადიაციისგან მხოლოდ მცირედი თავდაცვის შესაძლებლობა აქვს.

როგორც ვიცით, კომეტების მზესთან ახლოს მოძრაობისას, მათ შიგნით არსებული ყინული  სუბლიმაციას იწყებს და გამოდევნილი მტვერი, მზის რადიაციული წნევის ზემოქმედებით, კუდის სახით ყალიბდება. თუმცა მერკურის შემთხვევაში, კუდი არა თუ ყინულის, არამედ ნატრიუმის ატომების არსებობის შედეგად წარმოიქმნება.

რადგანაც ნატრიუმის კუდები კლდოვან სხეულებთან ასოცირდება, სხვა ვარსკვლავების გარშემო არსებულ სისტემებში ნატრიუმის იდენტიფიცირება კლდოვანი ეგზოპლანეტების აღმოჩენასა და მათი პოტენციური ბინადრობის შეფასებაში დაგვეხმარება.

გასულ წელს დედამიწის ბრუნვის დრო დაჩქარდა!

უარყოფა

3 მიზეზი, რატომ არის უარყოფა მეწარმეების საუკეთესო მეგობარი?