in

გაიცანით Artist Merm! ქართველი ზეტ თაობის წარმომადგენელი 17 წლის მხატვარი


„მგონია, რომ ჩვენს თაობას (-18 თაობას) დროის ფლანგვის ძალიან დიდი შიში გვაქვს, მით უმეტეს, საქართველოში, სადაც მხოლოდ ბრენდის ხიბლი აქვთ, თუნდაც, ხელოვნებაში. ამ დროს დამეთანხმებით, ალბათ, რომ ხელოვნება ზუსტად ის სფეროა, სადაც საკუთარ თავზე მუშაობა, ნიჭი და ორიგინალური ხედვა ბევრად მეტს გაძლევს, ვიდრე რაიმე სტატუსი ან კომპანია, რომლისთვისაც მუშაობ. ვფიქრობ, რომ საქართველოში -18 არტისტებს ძალიან დიდი ზეწოლა აქვთ, დაეწიონ პროფესიონალ არტისტებს ტექნიკურ დონეზე, მაგრამ მაინც ვერ მიიპყრობენ ქართველი აუდიტორიის ყურადღებას მანამ, სანამ უმაღლესი განათლების საბუთს არ დადებენ ან პრესტიჟული კომპანიის თანამშრომლები არ აღმოჩნდებიან“, – გვანცა ჯგუშია, იგივე Artist Merm 17 წლის ზეტ თაობის წარმომადგენელი ქართველი არტისტია, რომელმაც ხატვა ღრმა ბავშვობიდან დაიწყო, ძირითადად, ზღაპრების ჩანახატებს ხატავდა მათი აღწერილობიდან გამომდინარე.შემდეგ გადაწყვიტა, რომ სამოსის დიზაინერი გამოსულიყო და მოდელების ესკიზების ხატვა გახდა მისი ჰობი. ამბობს, რომ თითქმის თვითნასწავლია, ხატვაზე პირველად 16 წლის ასაკში მიიყვანეს, სადაც თვე ემზადებოდა ფერწერაში. შემდეგ სასწავლებელი პროგრამით აშშში გაემგზავრა და სკოლის სამხატვრო სტუდიის წევრი გახდა. ArtBreak 2017-ის გამარჯვებულია აკვარელის საუკეთესო ნამუშევრისთვის, ხატავს ტილოზე, თიხაზე ბავშვობაშიც უმუშავია, თუმცა მორგვზე მუშაობა წელს აითვისა Northwestern State University- ლექტორისგან. მის სტრიტ არტ ნამუშევრებს თბილისის ქუჩებშიც ვიპოვნით. მარკეტერი, Artist Merm-ის უკეთ გასაცნობად, გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:

M: გვანცა, რამდენი ხანია, Artist Merm-ის სახელით დაიწყე საქმიანობა და რას ნიშნავს Merm?
Artist Merm-ის სახელით სულ 3 წელია, რაც ვსაქმიანობ. ეს სახელი მაშინ გაჩნდა, როცა გრაფიტითა და სტრიტ არტით დავინტერესდი და დამჭირდა .. Tag მქონოდა. Merm არის Mermaid-ის შემოკლებული ფორმა. ქალთევზას მანამდე მეგობრები მეძახდნენ ჩემი ცურვის სიყვარულიდან გამომდინარე.M: რა თემატიკა უფრო გაინტერესებს და ინსპირაციას საიდან იღებ ხოლმე ხატვის დაწყებამდე?
ჯერ ისევ ჩემი თავისი ძიებაში ვარ და არ მგონია, რაიმე კონკრეტული აკვიატება გამაჩნდეს თემატიკის, მედიის ან სტილის თვალსაზრისით. თუმცა ძალიან მხიბლავს ქართული კულტურა და ვცდილობ, ჩემს ნამუშევრებს ეტყობოდეს ჩემი პირადი და ასევე, ეროვნული იდენტობა, ისევე როგორც, ვთქვათ, ამას ფრიდა კალო ახერხებდა. ინსპირაციის წყარო, ყველაზე ხშირად, მუსიკა ხდება.

M: შენი პირველი ნამუშევრები: ფორმატზე, ტილოზე, სტრიტ არტის ნამუშევარი, კერამიკული…
ჩემი პირველი ნამუშევარი დიდ ფორმატზე იყო ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ძალიან დაბალი დონისაა, მაინც ჩანს ჩემთვის დამახასიათებელი ურბანული ვაიბი.პირველი ნამუშევარი ტილოზე არის ავტოპორტრეტი წვიმიან თბილისშიქალაქი, რომელიც მხოლოდ წვიმის დროს ფერადდება.პირველი სტრიტ არტის ნამუშევარი არის უცხოპლანეტელის მურალი, სამწუხაროდ, დასრულებული ნამუშევრის ფოტო არ დამრჩა. მაინც მიმაჩნია, რომ ჩემი საყვარელი სტრიტ არტის ნამუშევარი Fabrikaffiti-ს ფესტივალზე შევასრულეპირველი კერამიკული ნამუშევარი – ქალთევზას ფინჯანიM: შენთვის გამორჩეული არტისტები – ხატვაში, მუსიკაში…
საყვარელი მხატვრები არიან გუსტავ კაიბოტი და გუსტავ კლიმტი, ორივე, უდავოდ, ინოვატორია. მუსიკოსებიდან, ალბათ, ორ ბენდს გამოვარჩევდი – Tame Impala, Gorillaz, ასევე, ძალიან ვაფასებ ქართულ ბენდს Kung Fu Junkie.

M: რომელმა არტისტმა მოახდინა შენზე შთაბეჭდილება და შეიძლება, თუ არა ითქვას, რომ რომელიმეს გავლენის ქვეშ ხარ, ამ ეტაპზე?
განსაკუთრებული შთაბეჭდილება ჩემზე როი ლიხტენშტეინმა მოახდინა. არასდროს წარმომედგინა ჩემი თავი პოპარტში და საკმაოდ რთულ მიმდინარეობად მიმაჩნდა. თუმცა წელს გავბედე და ტილოზე გადმოვიტანე შოთა რუსთაველი როის სტილში. გავლენას რაც შეეხება, ყველანი ვართ ვიღაცის/რაღაცის გავლენის ქვეშ ქვეცნობიერად, თუმცა დაზუსტებით ვერ გეტყვით, ვისი გავლენის ქვეშ ვიმყოფები, ამჟამად.
                               როი ლიხტენშტეინის სტილი, გუსტავ კლიმტის სტილი
M: შენი ნამუშევრებიდან რომელს გამოარჩევდი და რატომ? 
გამოვარჩევდი ნამუშევარს – „როგორ ვიმზადებთ ქალთევზები ვაფლებს“. ძალიან დიდხანს მიმაჩნდა პასტელები მხოლოდ საბავშვო ბაღში გამოყენებადი მასალა და მიზნად დავისახე, ეს მედიაც დამემორჩილებინა და მგონი, გამომივიდა.M: თუ არის, ან ყოფილა ხატვა შენი შემოსავლის წყარო და როგორ ფიქრობ, რა არის შენი მთავარი მახასიათებელი, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ნამუშევარი Merm-ს ეკუთვნის?
კი, რამდენიმეჯერ ამიღია მინიმალური ჰონორარი, მაგრამ ვიმედოვნებ, მალე ამ საქმიანობიდან სტაბილური შემოსავალიც მექნება. 
ჩემი ნამუშევრები სიჭრელითა და ბევრი კონტრასტული ფერით გამოირჩევა. Merm-ის ნამუშევარს, ალბათ, ამოიცნობთ ქალთევზებით, ოკეანეს ბინადრებითა და გრაფიტის დეტალებით.

M: რა გეგმები გაქვს? როგორც არტისტი, ისე აპირებ კარიერის გაგრძელებას, თუ პარალელურად, სხვა პროფესიასაც გინდა, დაეუფლო?
ვაპირებ, პირველ რიგში, გრაფიკოსი მხატვრისთვის აუცილებელ პროგრამებს დავეუფლო და გავცდე მხოლოდ ფერწერას. უმაღლეს განათლებას, დიდი ვარაუდით, ინტერიერის დიზაინში მივიღებ. პარალელურად, გავაგრძელებ ჩემი თავის განვითარებას სტრიტ არტში. ასევე, დიდი სურვილი მაქვს, ცოდნა გავიღრმავო სასცენო განათების სფეროში.Artist Merm-ის პორტფოლიოსთვის ეწვიეთ ბმულს – https://giorgi-kiknadze.wixsite.com/artistmerm 


“მოკოლენდი” ახალი ქართული მულტფილმი ბავშვებისთვის

ქართველი სტუდენტი „ევროპის ინოვაციის აკადემიაში” ახალი სოციალური ქსელის შექმნაზე მუშაობს