ალბათ, არ არსებობს ერთი სიტყვა, რომელიც 2023-ის ქაოსს ზუსტად აღწერს… თუმცა Merriam-Webster ყოველწლიურად ცდილობს კონკრეტული შესატყვისი მოუძებნოს განვლილ თვეებს — ამჯერად კი წლის სიტყვად „ავთენტური“ დაასახელა. ტერმინის მნიშვნელობა განსაკუთრებით გამოიკვეთა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში — მაშინ, როცა სიმართლესა და ფანტასტიკით ნაკვებ სიყალბეს შორის ზღვარი სულ უფრო ქრება.
კომპანიის დაკვირვებით, აღნიშნულ სიტყვას კოლოსალურად ხშირად ეძებდნენ. „ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ ხელი შეუწყო სიტყვისადმი ინტერესის გაღვივებას. ზღვარი რეალურსა და ყალბს შორის მნიშვნელოვნად ბუნდოვანდება. შედეგად, სოციალურ მედიასა და მარკეტინგში ავთენტურობა ოქროს სტანდარტად იქცა“, — განმარტავს პეტერ სოკოლოვსკი, Merriam-Webster’s Large-ის რედაქტორი.
გარდა ამისა, Merriam-Webster-მა კიდევ რამდენიმე სიტყვა დაასახელა, რომელმაც წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო: DeepFake, კორონაცია, დისტოპიური, Rizz და X.