in ,

იღბლიანი ლეკვი ჯოის ამბავი და სოციალური აქცია #AllForSavingLives

საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ცხოველების დაცვა მნიშვნელოვანი საკითხია. ამიტომაც, ამერიკაში კიდევ ერთი სოციალური აქცია #AllForSavingLives წამოიწყეს, რომელიც Merrick Pet Care-ის  მხარდაჭერით ხორციელდება. ეს კომპანია ცხოველების კვებაზე ზრუნავს.

ვიდეორგოლში აღწერილია ერთი ლეკვის ამბავი, რომელმაც ყველას ყურადღება მიიპყრო. მას მართლაც ბედი ჰქონია. უბედური შემთხვევის შემდეგ, პატარა ჯოი გადარჩა, მაგრამ მისი უკანა კიდურების ამპუტირება გახდა საჭირო. Petco Foundation-ისა და Second Chance Rescue-ს მეშვეობით, ამ ლეკვს სრული რეაბილიტაცია  ჩაუტარდა. მას გაუკეთეს პროთეზები იმისთვის, რომ სრულყოფილად შეძლოს გადაადგილება. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ჯოის თავისი ოჯახი ეყოლება. ჯანმრთელობას, სრულყოფილ მოვლასა და კარგ კვებას ყველა ცხოველი იმსახურებს, მითუმეტეს, ისეთი თბილი და ერთგული არსება, როგორიც ჯოია.  

 

სარეკლამო რგოლზე სააგენტო TDA_Boulder-მა იმუშვავა.

სასმელი რიგში დგომის გარეშე! – Martini–ის უჩვეულო სიახლე

22 სექტემბერს თბილისი მარკეტინგის საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს