in

Merry Birthday! — Coca-Cola-ს სიურპრიზი მათთვის, ვინც ახალი წლის დღეებში დაიბადა

იმ ადამიანების დაბადების დღეების აღსანიშნად, რომლებიც ახალი წლის დღეებში დაიბადნენ, Coca-Cola-მ პორტუგალიის ქალაქ კასკაისში დიდი წვეულება მოაწყო! რა შესანიშნავია, არა?! როცა შენს პირად დღესასწაულს ყოველთვის აკლია ყურადღება, ვერც ბევრი ადამიანი მოდის აღსანიშნად… თუმცა ახლა ასე არ მოხდა — ქუჩის შემსრულებლები, მუსიკა, ფეიერვერკი, Coca-Cola-ს საშობაო მანქანა… ოლივია ჰუჟოუ მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა გაოცებული დატოვეს, წლების მანძილზე არცერთი ჰყავდა ნანახი, ახლა კი ყველა იქ იყო, ოღონდ შობის კი არა, დაბადების დღის აღსანიშნად.

BOG

Merry Birthday სწორედ იმ ადამიანებითაა შთაგონებული, რომელთა დაბადების დღეც სადღესასწაულო სეზონს ემთხვევა, რის გამოც მათდამი ყურადღებაც შედარებით მცირდება… თუმცა Coca-Cola-მ ახლა ამ რეალობის შეცვლა მოახერხა.

სწორედ ამ ვიდეოთი დასრულდა ოთხნაწილიანი The World Needs More Santas-ს გლობალური კამპანია. უშუალოდ Merry Birthday-ზე კი AKQA და Ogilvy PR მუშაობდა.

მენეჯერის აპლიკაცია ბალანსისგან

ამერიკელები მთვარეზე ბრუნდებიან — რაკეტა დღეს გაეშვება!