Channel 4-ის პირველი საშობაო რეკლამა ყველაზე უცნაურ შობას დაემთხვა. საშობაო სახელოსნოს მთავარ ელფს მისი უჩვეულოდ უგუნებოდ მყოფი თანამშრომლებისთვის უსიამოვნო ამბავი აქვს – სანტა შობის გადადებაზე ფიქრობს. მდგომარეობა მართლაც არასახარბიელოა, თუმცა, როგორც ირკვევა, იმედი მაინც არსებობს. შობა, მართალია განსხვავებული, მაგრამ მაინც შედგება. კამპანიაზე სააგენტო 4creative-მა იმუშავა.