17
Nov
2017

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-17 საერთაშორისო გამოფენა ექსპოჯორჯიაში

17 Nov 2017

20 დან  22 ნოემბრის ჩათვლით, გამოფენების ცენტრი ექსპოჯორჯია აწყობს სეზონის მესამე მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენას, რომელიც სრულად მოიცავს საკვები და სასმელი პროდუქტების, სასოფლო მეურნეობის პროდუქციისა და სასოფლო სამეურნეო ტექნიკის სფეროებს. საქართველოს და მსოფლიოს წამყვანი ბრენდები მთლიანად დაიკავებენ საგამოფენო ცენტრის 6 ,11 პავილიონებს და გარე სივრცეს.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech Expo წელს მეჩვიდმეტედ ტარდება თბილისში და მზარდი დინამიკით გამოირჩევა, იგი იზიდავს დიდი რაოდენობით პროფესიონალებს, ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებს, შემსყიდებელებს, მაღალი დონის ექსპერტებსა და ოფიციალურ პირებს.

3 დღის განმავლობაში საგამოფენო სტენდებზე წარმოდგენილი იქნება 16 ქვეყნის 100 მდე კომპანია, მათ შორის, პირველად მიიღებს მონაწილეობას ბელორუსის ნაციონალური წარმომადგენლობა. ბელარუსის მწარმოებელთა გამოფენა „Made in Belarus” წარმოადგენს 9 სხვადასხვა კომპანიას: დაფასოებისა და მეფრინველეობის ქარხნებს, უმსხვილეს ეროვნულ საკონდიტრო საწარმოებს, ძეხვეულის პროდუქციას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიას, ბავშვთა კვებას და ვიტამინიზირებულ დაკონსერვებულ საკვებს მეძუძური დედებისთვის და სხვ. ბელორუსის მწარმოებელთა გამოფენა ორგანიზებულია ბელარუსის სავაჭრო და სამრეწველო პალატის, გაერთიანებული საგამოფენო ორგანიზაცია “ბელინტერექსპო”-ს მიერ და ბელარუსის რესპუბლიკის საელჩოს საქართველოში მხარდაჭერი.

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-17 საერთაშორისო Agro/Food/Drink/Tech Expo გამოფენის მიზანია დაეხმაროს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ინდუსტრიის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას უცხოური კომპანიების ბაზარზე შემოყვანით და ადგილობრივი კომპანიების მათთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ „ექსპოჯორჯიას“ ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭრით გამოფენას დაესწრება 2300 მცირე ფერმერი საქართველოს ყველა რეგიონიდან. მათ საშუალება ექნებათ დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები მეწარმეებთან, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე სიახლეებს.

გამოფენა 20 ნოემბერს 11:00 საათზე, გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიხსნება და 3 დღის განმავლობაში იმუშავებს 10:00 დან – 18:00 საათამდე.

სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–17 საერთაშორისო გამოფენის მხარდამჭერია: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

[R]

განხილვა