„პორტფოლიო მაჩვენეთ“ – თანამშრომლობა, მეტწილად, ამ სიტყვებით იწყება. სააგენტოს ან კონკრეტული სფეროს შემოქმედს, პირველ რიგში, მისი ნამუშევრებით აფასებენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რუბრიკაში #პორტფოლიო სხვადასხვა სააგენტოსა და შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალების ნამუშევრებს მოვუყაროთ თავი. ამჯერად, დიზაინ სტუდია Mesh.-ის პორტფოლიოდან გაგიზიარებთ ნამუშევრებს.
Remember the Store
ესაა კონცეპტუალური მაღაზია, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მისთვის განსაკუთრებულ მოგონებებთან ასოცირებული ნივთები. ვიზუალური ბრენდინგის კონცეფცია გამოხატავს იმ ჯადოსნურ შეგრძნებებს, რაც მომხმარებელს ბრენდთან შეხებისას უჩნდება.
SKYHI – THE IT Company
SKYHI არის IT მომსახურებისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკონსულტაციო კომპანია. მათი სტრატეგია ალექსი ჩიქოვანმა და შოთა ჩინჩალაძემ შექმნეს.
ვიზუალური ბრენდინგის კონცეფცია გულისხმობს ბრენდის მთავარ სათქმელს – ყველაფერი რაც კეთდება ადამიანების მიერ იქმნება, ადამიანებისთვის არსებობს, ადამიანების გარშემო ვითარდება და ადამიანებს უნდა ემსახუროს. ეს არსი აბსტრაქტულად არის გამოხატული ლოგოსა და ვიზუალურ სტილში.
Competento
„კომპეტენტო“ კომპანიონი ცხოველების საკვების მწარმოებელი ბრენდია. ბრენდის მიზანია ცოდნის გავრცელებითა და ხარისხიანი პროდუქტის წარმოებით, დაეხმაროს ადამიანებს სწორად იზრუნონ მათ ოთხფეხა მეგობრებზე. კომპანიის სტრატეგია LIVE Branding-ის მიერ შეიქმნა.
ვიზუალური ბრენდინგის კონცეფციის დასახელებაა The Book of Competento – რაც ბრენდს ცოდნის გამავრცელებლად წარმოაჩენს. შეფუთვებსაც თუ დავაკვირდებით, წიგნების ყდას მოგვაგონებს, ბრენდის ლოგოტიპიც ამ ხასიათს გამოხატავს.
გამოუყენებელი კონცეფცია
შეთავაზებული ვიზუალური კონცეფცია ყავის ბრენდისთვის.
Progresia – Metadevelopment Company
პროგრესია არის მეტადეველოპერული კომპანია, რომელიც უძღვება მშენებლობასა და დეველოპმენტს. ბრენდის სტრატეგია LIVE Branding-ის მიერ შეიქმნა.
ლოგოს კონცეფციაში გაერთიანებულია სარკმლისა და ორი P-ს ვიზუალური გამოსახულება. რაც ბრენდს წარმოაჩენს როგორც პორტალს, ახალ სიტყვას ქართულ დეველოპერულ რეალობაში. ორი P კი მომხმარებლისა და ბრენდს შორის ურთიერთქმედებას გამოხატავს.
Globalize
გლობალაიზი არის საკონსულტაციო სააგენტო, რომელიც ეხმარება ქართულ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე დამკვიდრებაში. სიმბოლო G-ს ვიზუალური კონცეფცია, მუდმივ განვითარებასა და გაფართოებას გულისხმობს. ვიზუალურ სტილში გამოყენებული დეტალებიც იმავე იდეას ეფუძნება.
გამოუყენებელი კონცეფცია
შეთავაზებული ვიზუალური კონცეფცია კონპეტენტოსთვის.
Real Palace
რეალ პალასი არის უძრავი ქონების დეველოპერი. ბრენდის განახლებული სტრატეგია LIVE Branding-ის მიერ შეიქმნა.
ბრენდის ლოგო წარმოადგენს კარიბჭეს, როგორც არქიტექტურული მემკვიდრეობისა და ზოგადად მომხმარებლისა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების მცველს. ხოლო სტილში გამოყენებულია სამშენებლო მასალების აბსტრაქტული პატერნები. დამატებით ვიზუალურ ელემენტებად შემოდის ქართული ყოფის დეტალები, რადგან ხაზი გაესვას ბრენდის წარმომავლობას, ისტორიასა და მემკვიდრეობას.
Versus
ვერსუსი არის ჭვავის არაყი. ბრენდინგის ვიზუალური კონცეფცია დაფუძნებულია სახელზე – მთვარისა და მზის შეხვედრის მომენტი – წამი, როდესაც ღამეს დღე ცვლის და სამყარო ახალი გამოცდილებებისთვის იწყებს მზადებას. ბრენდის ილუსტრაციაც ამ იდეას გამოხატავს. ილუსტრაცია შექმნილია სერგო ტიტენკოვის მიერ.
Gimica Games
Gimica Games საერთაშორისო ონლაინ თამაშების მწარმოებელი ბრენდია. ლოგოზე გამოსახულია პოლარული დათვის ემბლემა, რომელიც აზრობრივად უკავშირდება ბრენდის სტრატეგიულ მიმართულებას და გამოხატავს არსს, რომ ბრენდი არის ძლიერი, ლიდერული თვისებებით გამორჩეული, სანდო და გამოცდილი მოთამაშე გლობალურ ბაზარზე.
Ingenium – Science-Based Engineering Company
რებრენდინგის შემდეგ, ბრენდს ინჯენიუმი დაერქვა. მისი საქმიანობა მოიცავს საინჟინრო სამუშაოებსა და კონსალტინგს. ბრენდის განახლებული სახელი და სტრატეგია LIVE Branding-ის მიერ შეიქმნა. ვიზუალური ბრენდინგის კონცეფცია, ბრენდის სლოგანს ეფუძნება – უწყვეტი პასუხისმგებლობის კულტურა. ლოგოში გამოხატული სპირალი, სწორედ ამ არსს გამოხატავს. დამატებითი ვიზუალური ელემენტები კი, ამ იდეას აბსტრაქტულად განავცრობენ.
გამოუყენებელი კონცეფცია
შეთავაზებული ვიზუალური კონცეფცია გერმანული ბრენდისთვის, რომელიც ყვავილოვანი მცენარეების თესლებს აწარმოებს.
Octo
ოქტო ღვინოსთან შესახამებელი შოკოლადების მწარმოებელი ბრენდია. ვიზუალური ბრენდინგის კონცეფცია არის ერთგვარი ლეგენდა. ბრენდინგის მთავარი პერსონაჟი, ოქტო, არის მოგზაური კოსმონავტი და ღვინის ენთუზიასტი. მისი ერთ-ერთი მოგზაურობისას ის წააწყდება პლანეტათა სისტემას, რომელიც შედგება 8 გასაოცარი პლანეტისგან, თითოეული გამოხატავს ოქტოს განსაკუთრებულ გემოთა ნაირსახეობას. ლოგოზე გამოსახულია თავად ოქტო, ხოლო ვიზუალურ სტილში, მისი აღმოჩენილი 8 პლანეტაა წარმოდგენილი.
Amosa
ამოსა ქართული ღვინის მწარმოებელი ბრენდია. ზოგადად ღვინის დამზადება არის ძალიან ცოცხალი პროცესი, პროცესი რომელიც მუდმივ მოძრაობაში და განვითარებაშია. ყველა ოჯახი, ყველა მეღვინე, ყველა ბრენდი ღვინოს თავისებურად ამზადებს. ღვინის სმა კი ძალიან გავს სულის ცეკვას, რადგან ის შესანიშნავი გემოები, რომლებიც ღვინოში არიან გაერთიანებულები – ჩვენს სულს ბედნიერებასა და სიამოვნებას ჰგვრიან. ზოგადად ღვინის სმის სპეციფიკიდან და პროცესის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე კონცეფციას დავარქვით Freedom of Movement ანუ მოძრაობის თავისუფლება. ღვინის დამზადება, როგორც მოძრაობა (და მუდმივი განვითარება), ხოლო მირთმევა როგორც თავისუფლება.
Sooley & Co.
Sooley & Co. ღვინის მწარმოებელი ბრენდია. რომლის მთავარი ღირებულება არის ადამიანის წარმოსახვის უნარის გაღვიძება და მასში ინსპირაციის აღძვრა. ვიფიქრეთ, რა შეგრძნებებით იღებს ადამიანი შთაგონებას? ეს შეგრძნებებია მხედველობა, ყნოსვა და სმენა. გვინდოდა რომ ეს სამი შეგრძნება მეტაფორულად გამოგვესახა სიმბოლოში. პასუხს თავად აკაკი წერეთელის ლექსში მივაგენით, სადაც ავტორი თითქოს ამ სამ შეგრძნებაზე საუბრობს. ამ შეგრძნებების გამოსახატად აკაკი წერეთელი დამხმარე ობიექტებს იყენებს – ესენია ბულბული, რომელსაც ყურს უგდებს, ვარდი, რომელსაც ყნოსავს და ვარსკვლავები, რომლებსაც შესცქერის. სიმბოლოში გადმოვიტანეთ ბულბული, ვარდი და ვარსკვლავები და შეიქმნა თითქოს ზღაპრულ – ეპიკური სიუჟეტური ლოგო, სადაც ეს შეგრძნების ორგანოები მეტაფორულად არის გამოხატული ლექსის ინსპირაციით.
Hammock Magazine
ჰემოქი არის ციფრული ჟურნალი თანამედროვე კულტურასა და ცხოვრების წესზე. ზოგადად, ბრენდის სახელის კონცეფცია გამოხატავს პოზიტიურ შეგრძნებას – ჰამაკში წოლას და დასვენებას. ვიზუალური ბრენდინგი ამ კონცეფციის გაგრძელებაა და ჰქვია – შეგრძნებები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ბრენდის ვიზუალური იდენტობა ისეთ ვიზუალურ ასოციაციებზე აგვეგო, რომლებიც ადამიანებში პიზიტიურ ემოციებსა და განწყობებს აღვიძებს – მინიშნებები სიტუაციებსა და მოვლენებზე, სადაც თავს ბედნიერად, მოდუნებულად და მშვიდად ვგრძნობთ. Hammock კი ამ ყველა პოზიტიური გამოცდილების ქვაკუთხედია.