Visit Saudi – საუდის არაბეთის ტურისტული კამპანიაა, რომელიც ქვეყანაში ტურისტების მოზიდვასა და პრომოუშენს აწარმოებს. საიმიჯო პოსტერების, კლიპების, რეკლამების, სოციალური მედიის არხების გააქტიურების შემდეგ, მთავრობა და ტურიზმის მმართველი ორგანო კამპანიაში კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის ჩართვას გეგმავს. ცნობილია, კონტრაქტის პირობებით, თითოეული ფეხბურთელი, კამპანიის სახედ ქცევის სანაცვლოდ, 6 მილიონ ევროს მიიღებს.
საუდის არაბეთში ფეხბურთი სწრაფი ტემპით ვითარდება. კლუბები ევროპიდან ცნობილ ფეხბურთელებს იმატებენ. მეტიც, ცნობადობის ზრდის გამო, შარშან, ესპანეთის სუპერთასი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართა.
ამ მარკეტინგული ნაბიჯის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, კოვიდ სიტუაციის გაუმჯობესების შემდეგ, კამპანიის ავტორების აზრით, ქვეყანაში ტურისტების ნაკადი, დაახლოებით, 3-ჯერ გაიზრდება.
ჯერჯერობით, უცნობია ფეხბურთელების პოზიცია. გავრცელებული ინფორმაციით, პირველ შეთავაზებაზე ორივე მათგანმა უარი განაცხადა, საუდის არაბეთში კი მათთვის ახალ და გაუმჯობესებულ კონტრაქტებზე მუშაობენ.
View this post on Instagram