მუსიკა შეიძლება ისეთივე ძველი იყოს, როგორც კაცობრიობა, მაგრამ უძველესი სიმღერები დიდწილად დაკარგულია და ჩვენამდე არ მოუღწევია. უბრალოდ, შემორჩენილი ფირფიტების საფუძველზე, მაინც გარკვეული ინფორმაციის მიღება შევძელით — მაგალითად, მუსიკის შემქმნელებს შორის ყოფილან მესოპოტამიის უძველესი მაცხოვრებლები. ცივილიზაციის ამ აკვანში ისტორია, კანონები და რელიგიური ტექსტები ლურსმული ასოებით იწერებოდა დაფებზე. ბევრი მათგანი გადარჩა და მათ შორის იყო 3400 წლის წინანდელი ფირფიტა, რომელიც ცნობილია, როგორც მთვარის ქალღმერთ ნიკკალისადმი მიძღვნილი „Hurrian Hymn No.6“.
უძველესი ჰურიები ახლო აღმოსავლეთის ბრინჯაოს ხანის ხალხი იყვნენ. მათ მდიდარი კულტურა ჰქონდათ, თუმცა მათი ისტორიისა და წარმოშობის დიდი ნაწილი საიდუმლოებით არის მოცული. მიუხედავად ამ იდუმალებისა, შემორჩენილი ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ ქალაქი ვაჭრობის ცენტრს წარმოადგენდა აღმოსავლეთის ცივილიზაციებისთვის. კულტურულ განვითარებაზე კი მხოლოდ ის ფაქტიც მიუთითებს, რომ „ჰურინული ჰიმნი No. 6“ უძველეს სიმღერად ითვლება.
სიმღერის სიტყვების ზედა ნაწილშია მოცემული, ხოლო ქვემოთ ნოტები ხატია. მართალია, ზუსტი თარგმანები გარკვეულწილად სადავოა, მაგრამ კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა ენ დრაფკორნ კილმერმა 1970-იან წლებში თარგმნა ის. შედეგად, შექმნეს ჩანაწერი, სახელად Sounds From Silence.