in

Messenger-ს AI სტიკერების შექმნის ფუნქცია ემატება

მარკ ცუკერბერგი თავის დაპირებას მიჰყვება და ამჟამად Messenger პლატფორმაზე AI სტიკერების დამატებას აპირებს.

აჰმად ალ-დაჰლემ, კომპანიის ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა, თანამშრომლებს სამომავლო გეგმები გაანდო. როგორც ცნობილია, სოციალურ მედიაში გამოსახულებების გენერირების მოდელს გამოიყენებენ, რომლის მეშვეობითაც, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, ტექსტური მოთხოვნების საფუძველზე სასურველი სტიკერები შექმნან. „გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, მომხმარებლებს თვითგამოხატვის უსაზღვრო შესაძლებლობას მივცემთ. ეს აისახება როგორც მიმდინარე ტრენდების, ისე კულტურული ასპექტების კუთხით“, — აღნიშნავს აჰმადი.

ალბათ, უკვე გონებაში გაგიელვათ, რა ტიპის სტიკერების შექმნას სთხოვთ სისტემას… თუმცა ვიდრე ფუნქცია ფართო საზოგადოებისთვის გახდება ხელმისაწვდომი, მას Meta-ს თანამშრომლები გამოცდიან. ჯერჯერობით კი უცნობია, რა ვადებში მოხდება ეს ყველაფერი.

აქვე აღსანიშნავია, რომ კომპანია იმ AI მოდელზეც მუშაობს, რომელიც ფოტოების დამუშავებაში დაგვეხმარება — მაგალითად, შეცვლის კონტრასტს, ფორმატს ან ნახატის ეფექტს მიანიჭებს და ა. შ.

სტერეოტიპებთან მებრძოლი ბრენდის წარმატების ისტორია – DOVE

რატომ უნდა დაუახლოვდნენ ხელმძღვანელები პირველი ხაზის თანამშრომლებს?