2020-მა წელმა უკვე შეგვაგუა გარკვეულ შეზღუდვებს, აკრძალვებსა და ახლებურ რეალობას. ფიზიკური ცხოვრებიდან ონლაინ ცხოვრებაზე გადავედით, დაწყებული ჩვეული ყოველდღიურობით, დამთავრებული დღესასწაულების აღნიშვნით.
არც ახალი წლის ღამე ყოფილა გამონაკლისი – ჯადოსნურმა დღესასწაულმა ქუჩებიდან, ბარებიდან და სხვადასხვა ადგილებში გამართული წვეულებებიდან Messenger-სა და WhatsApp-ში გადაინაცვლა. ჩვეულებრივ დღესთან შედარებით, ორივე აპლიკაციაში რეკორდული მაჩვენებელი – გაორმაგებული რაოდენობის ვიდეო ზარი დაფიქსირდა. Instagram-ზე კი 55 მილიონზე მეტი პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდა.
Facebook-ის ტექნიკური პროგრამის მენეჯერმა ქეითლინ ბენფორდმა აღნიშნა, თუ როგორ გაზიარდა სოციალური ქსელის გამოყენება 2020 წლის მარტიდან, რამაც მის საინჟინრო გუნდს “უპრეცედენტო ეფექტურობის გაუმჯობესებისკენ” უბიძგა, რათა მზად ყოფილიყვნენ საახალწლო ღამის რეკორდული მაჩვენებლისთვის.