Facebook Messenger-ში, iPhone-ით, ან iPad-ით შესვლისას დამატებითი უსაფრთხოების ზომების გამოყენებას შეძლებთ. მათ შორის, შეძლებთ დაბლოკოთ ჩატებზე წვდომა და გახსნათ აპლიკაცია Face ID-ით, ან Touch ID-ით ავტორიზაციის გავლის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეძლებთ განბლოკოთ სმარტფონი და ათხოვოთ მეგობარს, ან ოჯახის წევრს იმ დისკომფორტის გარეშე, რომ შესაძლოა, მათ თქვენს ჩატებს თვალი მოკრან.

ეს ფუნქცია, რომელსაც ფეიბუკი App Lock-ს უწოდებს იმ ცვლილებების ნაწილია, რომელიც Messenger-ში, უსაფრთხოებისა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის კუთხით ტარდება. აპლიკაციის პარამეტრებს ემატება სექცია Privacy-იც, რომელშიც App Lock და სხვა ფუნქციები გაერთიანდება.

უახლოეს მომავალში, ფეისბუკი სხვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ფუნქციების დატესტვასაც დაიწყებს. მათ შორის, ცნობილია რომ მესენჯერის მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა აკონტროლონ, ვის შეუძლია მათთვის მიწერა (ჯერჯერობით, უცნობია როგორ იმუშავებს ეს ფუნქცია). ასევე, ფეისბუკი დაბლარავს იმ ადამიანების მიერ გამოგზავნილ ფოტოებს, ვინც თქვენი ნებართვის გარეშე მოგწერთ. ამ გზით, თქვენ აღარ მოგიწევთ არასასურველი ფოტოს ნახვა, თუ უბრალოდ ნახავთ რა მოგწერეს. მსგავსი ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია Instagram-სა და WhatsApp-ზე.

აღსანიშნავია, რომ App Lock, ჯერჯერობით, iOS-ის მომხმარებელთათვისაა ხელმისაწვდომი, Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობები კი მას მესენჯერებში უახლოესი თვეების განმავლობაში მიიღებენ.