6
Feb
2019

Messenger-ს შეტყობინების წაშლის ფუნქცია დაემატა

6 Feb 2019

veon
veon


5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ მესენჯერს ამიერიდან მესიჯის წაშლის ფუნქცია დაემატა. ამ ფუნქციით სარგებლობა კი შეეძლება ყველა იმ ანდროიდისა და IOS-ის მომხმარებელს, რომელთაც თავიანთ მობილურებში განახლებული – მესენჯერის ბოლო ვერსია აქვთ. მესიჯის წაშლისთვის მხოლოდ მესიჯზე თითის ოდნავ ხანგრძლივად დაჭერა გჭირდებათ, შემდეგ კი აპლიკაცია თავად შემოგთავაზებთ, მესიჯი ყველასთვის წაიშალოს თუ მხოლოდ თქვენთვის. მესენჯერი ერთ და მნიშვნელოვან შეზღუდვასაც აწესებს – შეტყობინების წაშლა მისი გაგზავნიდან მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში შეგეძლებათ, შემდეგ – აღარ.

მარკ ზაკერბერგმა ამ ფუნქციაზე მუშაობა გასული წლის აპრილში დაიწყო. აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე მესენჯერში შეტყობინებების წაშლა მხოლოდ საკუთარი თვალთახედვიდან იყო შესაძლებელი, სხვები მას კვლავაც ხედავდნენ.

განხილვა