in

ფეისბუკის Messenger Kids-ში მშობლებს ბავშვების მიმოწერის კონტროლი, დისტანციურად შეეძლებათ

ფეისბუკმა Messenger Kids განაახლა. ამიერიდან, მშობლებს შეეძლებათ შვილების მიმოწერების წაკითხვა და აპლიკაციის აქტივობის სტატუსის მართვა. ფუნქცია მშობლებისთვის ხელმისაწვდომია ფეისბუკის ძირითად აპლიკაციაში ჩაშენებული Parent Dashboard-ის სახით. Parent Dashboard-ის გამოყენებით, შესაძლებელია როგორც ტექსტური შეტყობინებების, ასევე ვიდეოზარებისა და გაზიარებული ფოტოების გაცნობაც. გარდა ამისა, შესაძლებელია Messenger Kids-იდან ბავშვის გამოყვანა, დისტანციურად, ნებისმიერ დროს, როცა მშობელი ამას საჭიროდ ჩათვლის და ასევე, იმის კონტროლი, თუ ვის წერს ბავშვი. მშობლებს, საკუთარი ფეისბუკიდანვე შეუძლიათ შვილის მიერ Messenger Kids-ის გამოყენების საათების განსაზღვრა.

Messenger Kids 2017 წლის დეკემბრიდან არსებობს. ამ დროის განმავლობაში, მესენჯერმა არაერთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიტიკა და შემოწმება გამოიარა.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/facebookapp/videos/709876319840550/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

Dior Homme-ს მასკულინურ არომატს რობერტ პატინსონის სექსუალური ჟესტებით იგრძნობთ

როგორ აქცია AI-მ 1896 წელს გადაღებული ფილმი 4K გარჩევადობის ვიდეოდ