Facebook-ის ახალი, ვიდეოჩატის პროდუქტი Messenger Rooms უკვე ამოქმედდა. მისი გამოყენება უკვე გლობალურადაა შესაძლებელი, შესაბამისად კი, საქართველოშიც. ეს ნიშნავს, რომ უკვე შესაძლებელია ფეისბუკ მესენჯერიდან, მარტივად გავმართოთ ჯგუფური ვიდეოზარი 50-მდე ადამიანთან. აღსანიშნავია, რომ მესენჯერს აქამდეც ჰქონდა ჯგუფური ვიდეოზარების ფუნქცია, თუმცა, ზარში მონაწილე მომხმარებელთა რაოდენობა 8-ს ვერ აღემატებოდა და თან, შესაძლებელი არ იყო მესენჯერის არ მქონე ადამიანიც ჩაგვერთო ვიდეოზარში (სპეციალური ბმულის დახმარებით).
რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საკითხები გათვალისწინებულია და როგორც წინა სტატიაში ვთქვით, თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ, ვინ შემოუერთდება შეხვედრას და ვინ ვერა. ან შეგიძლიათ ღონისძიება საჯარო გახადოთ. აღსანიშნავია, რომ ფეისბუკის ეს ნაბიჯი, შეექმნა ვიდეოჩატის პროდუქტი, ვიდეოკონფერენციების პლატფორმა Zoom-ის ბოლოდროინდელი, პანდემიის პირობებში მიღწეული უპრეცედენტო წარმატებაზე პასუხია. ფეისბუკი ცდილობს კონკურენცია გაუწიოს მას.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/zuck/videos/10111913822635731/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
ახლა კი, როგორ გამოვიყენოთ Messenger Rooms
იმ შემთხვევაშიც კი, თუ როგორც ზემოთ განთავსებულ გამოსახულებაშია, Messenger Rooms თქვენი ფეისბუკ აპლიკაციის სიახლეების ზოლში არ გამოჩნდა, მისი გამოყენების დაწყება მაინც ძალიან მარტივია:
- გახსენით მესენჯერის აპლიკაცია;
- სულ ქვემოთ დაინახავთ ორ ღილაკს – Chats და People. დააჭირეთ People-ს.
- გამოჩნდება ფუნქცია – Create a Room, რომელზე დაჭერის შემდეგაც, შეძლებთ აარჩიოთ ადამიანები, ვისთანაც „ოთახის“ გაზიარებას, ანუ ვიდეოჩატს აპირებთ.
- იმისათვის, Room-ში ისეთი ადამიანები შემოიყვანოთ, რომელთაც Facebook-ის ექაუნთი არ აქვს, უნდა დააკოპიროთ სპეციალური ბმული და გაუგზავნოთ მათ.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მეგობარმა დაგასწროთ Room-ის გამოცდა და თუ ვიდეოზარის ინიციატორი თქვენ არ ხართ, დაელოდეთ. მის „ოთახში“ მოპატიჟებას პირადი შეტყობინების სახით მიიღებთ.