4
Sep
2019

Facebook ვიდეოზარისას ეკრანის გაზიარების ფუნქციას ცდის

4 Sep 2019

Alta
Alta


მალე, Messenger-ში განხორციელებული ვიდეოზარებისას ეკრანის გაზიარების ფუნქციით სარგებლობას შეძლებთ. აღნიშნულ სიახლეს უკვე ცდის Facebook. ამის შესახებ ინფორმაცია დეველოპერმა და ბლოგერმა Jane Manchun Wong-მა, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა და სიახლე უკვე დაადასტურეს ფეისბუკშიც. ეკრანის გაზიარების ფუნქცია მოსახერხებელია ონლაინ შოპინგისას, როცა მეგობრის რჩევა გჭირდებათ, ის კი გვერდით არ არის, საერთო პრეზენტაციის აწყობისას და ა.შ.

ამ ეტაპზე, ფეისბუკი სიახლეს მესენჯერის მობილურ ვერსიაში, მომხმარებელთა შეზღუდულ რაოდენობაზე ცდის. უცნობია, როდის შეძლებს სოციალური ქსელის ყველა მომხმარებელი აღნიშნული სიახლით სარგებლობას.

განხილვა