in

Messenger შეგატყობინებთ, თუ თქვენს დაშიფრულ მიმოწერას დასქრინავენ

კონფიდენციალურობა ახალ ეტაპზე ადის…

Facebook-ის Messenger-ს მალე ახალი ფუნქცია დაემატება, რომელიც კონფიდენციალურობის ხარისხს საგრძნობლად გააუმჯობესებს. მომხმარებელი ავტომატურად მიიღებს შეტყობინებას, როცა ვინმე საიდუმლო საუბრის რეჟიმში ე. წ. “სქრინშოთს” გამოიყენებს.

გარდა ამისა, ამ რეჟიმის გამოყენებისას აპლიკაცია პერიოდულად გააქრობს შეტყობინებებს. “ჩვენ ვამატებთ GIF-ებს, სტიკერებს და რეაქციებს დაშიფრულ ჩათებშიც”, — ამბობს Meta-ს დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგი.

ეს დეტალები კომპანიის სრულიად ახალ პოლიტიკას ასახავს. Facebook ცდილობს, კონფიდენციალურობის მაჩვენებელი მაქსიმალურად გაზარდოს. ის დანერგავს დაშიფრულ (E2EE) ჯგუფურ ჩატს და ზარებს, რომლებზე წვდომაც ვერც ჰაკერებს და ვერც ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურს ვერ ექნება. E2EE ცნობილია, როგორც “კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების ოქროს სტანდარტი” და მონაცემების გაშიფვრის უფლებას სერვისის პროვაიდერსაც კი არ აძლევს. ეს ნიშნავს, რომ Facebook-ს არ ექნება საშუალება წაიკითხოს თქვენი შეტყობინებები ან მიაწოდოს ინფორმაცია მესამე მხარეს.

ახალი ფუნქციები ხელმისაწვდომი იქნება როგორც ვებ, ისე მობილურ ვერსიაზე და გლობალურად მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში გავრცელდება.

NFT პლატფორმაზე საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა” გამოჩნდა

PVP Battle-ის მესამე სეზონი იწყება – გაიცანი SOLON!