in

ლიონელ მესის პირველი ბარსელონური მატჩის ბილეთი აუქციონზე 4,161.00 დოლარად გაიყიდა

2003 წლის 16 ნოემბერს კატალონიის “ბარსელონა” ამხანაგურ შეხვედრაში პორტუგალიურ “პორტუს” დაუპირისპირდა. მაშინ ჯერ კიდევ არავინ იცოდა რომ იმ შეხვედრაში მწვანე მინდორზე ისეთ საფეხბურთო მოვლენას იხილავდნენ – რომელსაც ლიონელ მესი ეწოდება. დიახ, სწორედ ამ შეხვედრაში, ჟოზე მოურინიოს გუნდის წინააღმდეგ “ბარსელონას” მაისურით 16 წლის ლიონელ მესიმ იასპარეზა. ფეხბურთელი საწვრთნელი ბანაკიდან მთავარ გუნდში მოხვდა, სადაც მის შესაძლებლობებში უკვე მთავარი მწვრთნელიც დარწმუნებული იყო.

პორტუსთან გამართულ ისტორიულ შეხვედრას ბევრი გულშემატკივარი არ დასწრებია, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა, რომელმაც მატჩზე დასასწრები ბილეთი შეინახა, ჯერ საკუთარი კოლექცია გაამდიდრა, 2 დღის წინ კი Ebay-ს აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა. დაძაბული და გარდამავალი აუქციონი საბოლოოდ $4,161.00-იან ნიშნულზე შეჩერდა, სწორედ ამ თანხის სანაცვლოდ ბილეთს ახალი მფლობელი ყავს.

საფეხბურთო ისტორიაში, მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციის ეს თანხა რეკორდულია. კოლექციონერები ფეხბურთთან დაკავშირებულ უამრავ ნივთს ან აქსესუარს ყიდულობენ, ასე მაგალითად შარშან სერბეთში კრიშტიანუ რონალდუს მიერ გადაგდებული კაპიტნის სამკლაური გაიყიდა, მანამდე ჩემპიონთა ლიგის წილისყრის ბურთულები, კიდევ უფრო ადრე ოლივერ კანის მიერ გადაგდებული საღეჭი რეზინი.

ლიონელ მესიმ 21 წლიანი ბარსელონური თანაცხოვრება წინა წელს დაასრულა და კარიერა საფრანგეთში გააგრძელა. პსჟ-ს რიგებში გადაბარგებული სუპერვასკვლავი როგორც ცნობილია ახალ გუნდში თავს არც ისე ბედნიერად გრძნობს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმაც შესაძლოა ზაფხულზე მან კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელოს.

Leavingstone-ისა და ანჟე იერების საერთო მოტივაციითა და მიზნებით შთაგონებული ამბიციები

Covid-19-ის ვაქცინის გვერდითი მოვლენების 2/3-ზე მეტს ნოცებოს ეფექტი იწვევს — კვლევა