თუ ძირითადად ლიონელ მესის გატანილი გოლებისა და მიღწეული წარმატების გამო განვიხილავთ, ახლა სულ სხვა ამბავი გვაქვს თქვენთვის — არგენტინელმა სუპერ ვარსკვლავმა საკუთარი სუნამო გამოუშვა. Messi Eau de Parfum-ს 100-მილიგრამიანი შეფუთვით გვაცნობენ და მისი ფასი 76 დოლარია. შექმნილია იმისთვის, რომ მესის, როგორც მსოფლიო ჩემპიონის, თავდადებული მამისა და თანამედროვე ჯენტლმენის პიროვნება განასახიეროს…
სურნელი ერთდროულად გრილი და თბილია, რაც ფეხბურთის ვარსკვლავის მრავალგვარ ბუნებას ეხმიანება. უფრო კარგი წარმოდგენა რომ შეგექმნათ, გეტყვით, რომ Messi Eau de Parfum ცენტრალური ამერიკის კარდამონს, ვაშლის ფოთლებსა და ევროპულ ველურ კვიპაროსს აერთიანებს. ეს ნოტები იმისთვისაა გაერთიანებული, რომ რაღაც დინამიკური შემოგვთავაზოს, რაღაც ისეთი, რასაც მესი თავად გვთავაზობს მოედანზე.
![]()
თუმცა ლავანდას სუნსაც იგრძნობთ, რომელსაც ტყავის ნოტები ავსებს — ასე კი ჯენტლმენის დახვეწილობასა თუ ელეგანტურობას გვაზიარეს და მესი მოედნის გარეთაც გაგვაცნეს.
„ყოველთვის გატაცებული ვიყავი სუნამოებით და ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი ხელწერის მქონე სუნამოს წარმოებით. ეს ნამდვილად უნიკალური და შთამაგონებელი სურნელია პერსონალიზებულ ბოთლში ყველა გულშემატკივრისთვის მსოფლიოს გარშემო“, — აცხადებს მესი.
![]()
საბაზისო ნოტები ვირჯინიულ კედარის ხეს, აფრიკულ ვანილს და ინდონეზიურ პაჩულს აერთიანებს, რომლებსაც მდიდრულ Amber Fougère-ად აღწერენ. საბოლოოდ კი მიზნად ისახავენ, ამ სუნით ზუსტად ისეთი ხანგრძლივი შთაბეჭდილება დატოვონ, როგორსაც თავად მესი გვთავაზობს ფეხბურთში.
![]()
Messi Eau de Parfum-ს ლურჯი ფერის ფლაკონით გვაცნობენ და გვეუბნებიან, რომ მისი თითოეული კუთხე რაღაც ახალ დეტალს ავლენს. თანაც ისეთი ფორმა აქვს, რომ მესის საკულტო ლოგო მოგვაგონოს…
![]()
სასაჩუქრე ნაკრებიც აქვს, რომელიც სუნამოსთან ერთად, ტანის გელს და ჩანთას მოიცავს. ფასი ამ შემთხვევაში 93 დოლარია. სუნამოს ყიდვას Messi The Fragnance-ის ვებგვერდზე შეძლებთ.












