ბარსელონას ფეხბურთელი მესი და ჩელსის ფეხბურთელი ედენ აზარი ჩემპიონის ტიტულისთვის ახალ სარეკლამო რგოლში იბრძოლებენ.
ვიდეოს კრეატივი სარეკლამო სააგენტო Wieden+Kennedy-ის ამსტერდამის განყოფილებას ეკუთვნის. საახალწლო რეკლამა “Kick The Balls” კომპანია Electronic Arts-ის დაკვეთით გადაიღეს და ის “FIFA 2015”-ის საახალწლო რეკლამად იქცა.
ვიდეოში ორი ცნობილი ფეხბურთელი მესი და აზარი წინასაახალწლო ეიფორიაში არიან, რომლებმაც ორცხობილების და კექსის გარემოცვაში ვიდეო ტურნირი გამართეს. მაყურებლის და გულშემატკივარის როლში საახალწლო ბალიშები, ჭიქები და ორცხობილის კაცუნებია.
მესის და Electronic Arts-ის ეს უკვე რიგით მეორე თანამშრომლობაა. მანამდე ფეხბურთელი “FIFA 2015”-ის რეკლამაში გადაიღეს და რამოდენიმე ბრენდთანაც წარმატებით ითანამშრომლა.
თუ სააგენტო Bloomberg-ს დავუჯერებთ მესის Facebook Page-ზე ერთი სარეკლამო პოსტის ღირებულება 62,500 დოლარია, ხოლო კრიშტიანუ რონალდუს Facebook Page 144,000 დოლარი ღირს.













