ლიონელ მესი თანამშრომლობას ამჯერად Stanley 1913-თან იწყებს, რათა გვაჩვენოს, როგორ ებმის სპორტული ბრწყინვალება ბრენდის ინოვაციურ ჰიდრატაციის გადაწყვეტილებებს. ამგვარად, Messi x Stanley 1913 Collection 6 ნივთისგან შედგება, ყველა ვარდისფერია და ყველას მესის ხელწერა აქვს — GOAT Pink. ასე კი ფეხბურთელსაც მიაგებენ პატივს, როგორც ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენს ისტორიაში.
ეს ამბავი ე. წ. მატეს ჩაისთან მესის ღრმა პერსონალურ კავშირს ებმის. სამხრეთ ამერიკული სასმელი გახლავთ და არგენტინის საზოგადოებას, კულტურასა და მემკვიდრეობას ასახავს. ამგვარად, Messi x Stanley-ის კოლექცია თითოეულ პროდუქტში ავთენტურობას გვთავაზობს. ხოლო, ისეთი ელემენტები, როგორებიცაა Classic Maté Mug (8oz) და Maté Bombilla Straw გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს, იმ რიტუალში ჩაერთონ, რომელსაც მესი ბავშვობიდან იზიარებდა…
აღსანიშნავია, რომ ეს ამბავი ინტერ-მაიამის ფეხბურთელის Stanley-ისთან პარტნიორობამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, იგი ათწლეულების მანძილზე Stanley 1913-ის South American Maté System-ს იყენებდა და სწორედ ამ ამბავს გვიყვებიან რეკლამაში:
როგორც ამბობენ, კოლექცია უახლეს ჰიდრატაციის გამოსავალს სთავაზობს მომხმარებლებს. Quencher ProTour Flip Straw Tumbler-ში თუ ჩაშენებული საწრუპია და იდეალურია გარეთ სატარებლად, IceFlow Flip Straw Jug უფრო ხანგრძლივი ვარჯიშის დროს, თავგადასავლებისა თუ დატვირთული დღეებისთვის გამოგადგებათ, როცა High Precision Flow Maté System მეტად ინოვაციურია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოიყენოს.
Messi x Stanley-ის კოლექცია უკვე Stanley-ის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.