11
ოქტ
2018

ბრილიანტების მსოფლიო ბრენდი Messika უკვე “ქრონოგრაფშია”!

11 ოქტ 2018

ვალერი მესიკა

“ბრილიანტები ჩემი ფესვები და ჩემი გამოცდილებაა. როდესაც საკუთარი საიუველირო ბრენდის შექმნა გადავწყვიტე, მსურდა, ბრილიანტები მხოლოდ სანუკვარი მომენტების თანმხლებად კი არა, ყოველდღიურ მეგზურად მექცია. მინდოდა რაღაც განსხვავებული, მსუბუქი და მარტივად სატარებელი შემექმნა”, – ეს ლეგენდარული ვალერი მესიკას (Valerie Messika) სიტყვებია, რომლის ბრენდულ ბრილიანტის სამკაულებს მსოფლიოს 60 ქვეყნის 358 მაღაზიის გარდა, ახლა უკვე “ქრონოგრაფშიც” შეხვდებით. “ქრონოგრაფი” თბილისში, 2012 წელს გაიხსნა. საკრებულოს ისტორიული შენობის პირველ სართულზე განთავსებული მაღაზია, დღესდღეობით, Luxury კატეგორიის საათების, სამკაულებისა და აქსესუარების ათობით ბრენდს წარმოადგენს. Messika-ს სამკაულები საქართველოს ბაზრისთვის სიახლეა, ამიტომ მოკლედ გაგაცნობთ მის ისტორიას.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

Messika ბრილიანტის ნაკეთობების საიუველირო სახლია, რომელიც 2005 წელს გაიხსნა პარიზში. მისი დამფუძნებელი ვალერი მესიკა საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრილიანტებით მოვაჭრის, ანდრე მესიკას შვილია, რომელმაც ეს საქმე მამის დახმარებით შეისწავლა. დღეს კი, მის სამკაულებს შორის შეხვდებით ყოველდღიურად სატარებელ, ორიგინალურ და მარტივ ნამუშევრებს, რითაც საერთაშორისო ბაზარი ასე მოიხიბლა. თუკი, ოდესღაც, ბრილიანტები მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის იყო განკუთვნილი, მესიკამ ეს სტერეოტიპები სრულიად შეცვალა. დაარსებიდან 13 წლის განმავლობაში, ვალერიმ თანამედროვე საიუველირო სახლისა და საერთაშორისო ბრენდის შექმნის გარდა, ბრილიანტების მიმართ ძირეულად შეცვალა საზოგადოების განწყობა, გამოიგონა რა განსხვავებული ენა და აქტუალური სტილი თაობისთვის, რომელიც თანამედროვე სტილს ეძიებს.

2015 წელს, 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვალერიმ პარიზის ოფისებში Messika High Jewelry Atelier გახსნა. ამასთან, შექმნა 10 საიუველირო კომპლექტი, რომელიც მის ფავორიტს, ბრილიანტს, მიუძღვნა. სულ რაღაც, 3 წლის შემდეგ, მესიკამ ბრილიანტის 22 კომპლექტი წარმოადგინა. 2017 წელს, Messika-ს სახე ჯიჯი ჰადიდი გახდა.

 

როგორც ცნობილია, დღესდღეობით, ვალერი ერთადერთი ბიზნესლედია საფრანგეთში, რომელიც საკუთარ დამოუკიდებელ საიუველირო სახლს ხელმძღვანელობს. ის ნამდვილი პიონერია ამ სფეროში და ბრილიანტებიანი საიუველირო ნაკეთობების დიზაინის საზღვრების გაფართოებას განაგრძობს.

[R]

განხილვა